თბილისში ელექტრონული მუსიკის ფესტივალი Hypersonic გაიმართება

© photo: Sputnik / Stringerდიჯეი
დიჯეი - Sputnik საქართველო
გამოწერა
როგორც ჩანს, დედაქალაქის რეივერებმა მოიწყინეს იზოლაციაში და პანდემიით „დათარსული“ ზაფხულის გაცილება მუსიკით და ცეკვით გადაწყვიტეს

თბილისი, 20 აგვისტო - Sputnik. თბილისში 28-29 აგვისტოს ელექტრონული მუსიკის ფესტივალი Hypersonic გაიმართება, ღონისძიების ორგანიზატორებია დედაქალაქის ორი უმსხვილესი ღამის კლუბი - Bassiani და Khidi.

წინანდალში კლასიკური მუსიკის ფესტივალი მაინც გაიმართება >>

ფესტივალი გაიმართება Ciskari Garden-ში, კუს ტბის ტერიტორიაზე. Hypersonic-ში მონაწილეობას ქართული ტექნო-სცენის წამყვანი არტისტები მიიღებენ.

ადგილი ანაკლიაში, სადაც ღრმაწყლოვანი პორტი უნდა აშენდეს - Sputnik საქართველო
Non-Stop ანაკლიაში: შავი ზღვის სანაპიროზე ელექტრონული მუსიკის ფესტივალი ჩატარდება

მათ შორის არიან Ancient Methods, Boyd Schidt, Dito, Hamatsuki, Héctor Oaks, HVL, Kvanchi, MARCEL DETTMANN, Nebbieri, OTHR, Phase Fatale, ROMAN, Sophie Phare, Vulkanski, Yanamaste და Zesknel.

სივრცის მცირე ტევადობის გამო ფესტივალის ბილეთები და აბონემენტები შეზღუდული რაოდენობით გაიყიდება. ასაკობრივი შეზღუდვა: 18+.

პროექტის მიზანია - ხარისხიანი ელექტრონული ფესტივალის დაფუძნება, აღნიშნავენ ორგანიზატორები. წელს იდეის ავტორებს იმედი ჰქონდათ, რომ ფესტივალს ჩაატარებდნენ არა თბილისში, არამედ ციხისძირში (აჭარა). თუმცა რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, რომელიც კორონავირუსის პანდემიას უკავშირდება, ორგანიზატორებს ლოკაციის შეცვლა მოუწიათ.

თუმცა მოსალოდნელია, რომ Hypersonic 2021 მაინც შავი ზღვის სანაპიროზე გაიმართება.

ყველა ახალი ამბავი
0