Non-Stop ანაკლიაში: შავი ზღვის სანაპიროზე ელექტრონული მუსიკის ფესტივალი ჩატარდება

© courtesy of Anaklia Portადგილი ანაკლიაში, სადაც ღრმაწყლოვანი პორტი უნდა აშენდეს
ადგილი ანაკლიაში, სადაც ღრმაწყლოვანი პორტი უნდა აშენდეს - Sputnik საქართველო
გამოწერა
საკურორტო ქალაქ ანაკლიაში, შავი ზღვის სანაპიროზე, სამი დღის განმავლობაში ქართველი მუსიკოსების ელექტრონულ მუსიკას ააჟღერებენ

თბილისი, 19 აგვისტო - Sputnik. ქალაქი ანაკლია შავი ზღვის სანაპიროზე 21-23 აგვისტოს ელექტრონული მუსიკის ფესტივალს LISI ISLAND-ს უმასპინძლებს.

Black Sea Jazz Festival - Sputnik საქართველო
Black Sea Jazz Festival-ის 2020 წლის პროგრამა ცნობილია

ანაკლია უკვე ტრადიციულად იქცა ადგილად, რომელიც ყოველ ზაფხულს ასოცირებულია მუსიკასა და გართობასთან. წელს, წინა წლებისგან განსხვავებით, ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ მხოლოდ ქართველი შემსრულებლები მხოლოდ ქართველი მელომანებისთვის.

„სამი დღის განმავლობაში მუსიკა დაუკრავს „ნონ-სტოპ“ რეჟიმში სპეციალურად მოწყობილ სცენაზე, კუნძულზე“, - განუცხადეს ღონისძიების ორგანიზატორებმა ტელეარხ Imedi-ს.

ამ მომენტისთვის ანაკლიაში უკვე დასრულებულია კონსტრუქციების მონტაჟი, მოწყობილია საცეკვაო მოედანი, ბარი და დასასვენებელი ადგილები.

ორგანიზატორების თქმით, ფესტივალის მსვლელობისას დაცული იქნება ყველა წესი და რეკომენდაცია კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად. 

ყველა ახალი ამბავი
0