09:54 25 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8137
  • 100 RUB4.2174
  • USD3.2202
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო და კულტურა (968)
99 0 0

„სუხიშვილებისთვის“ შთაგონების წყარო კვლავ ფოლკლორია. მოცეკვავეებმა ის კლუბურ მოტივებს შეუხამეს და წარსულისა და თანამედროვეობის უჩვეულო ნაზავი მიიღეს

თბილისი, 11 აგვისტო – Sputnik. საქართველოს ეროვნული ბალეტი „სუხიშვილები“ ახალი პროექტის „არტეფაქტების“ საპრემიერო ჩვენებებს ამზადებს. კონცერტები ბათუმის კლუბ UP2U–ში 15 და 16 აგვისტოს გაიმართება, ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.

„სუხიშვილები" ექსპერიმენტებს ხშირად ატარებს. ამ ექსპერიმენტებში შერწყმულია თითქოსდა შეუთავსებელი ფოლკლორისა და კლუბური სტილის ელემენტები და სწორედ ამაში იმალება მისი განუმეორებლობა.

ანსამბლმა ილიკო და ნინო სუხიშვილების ხელმძღვანელობით ინოვაციური რეფორმა გაატარა, რომელიც მიახლოებულია ე.წ. მოდერნისტული ბალეტის პრინციპებთან. მაგრამ, მიუხედავად ამისა, თავისი არსით ესაა ქართული ეროვნული ქორეოგრაფია – ადგილობრივ ფოლკლორზე აღმოცენებული ცეკვები.

ანსამბლის ხელმძღვანელების განცხადებით, მოცეკვავეები პროექტზე სამი თვე მუშაობდნენ. ანსამბლი თბილისში „თაკარს“ ღია სცენაზე 21–28 აგვისტოს გამოვა.

ექსპერიმენტები გრძელდება: ანსამბლი „სუხიშვილები" წარმოადგენს პროექტს „არტეფაქტები">>

ექსპერიმენტებთან და სიახლეებთან ნინო და ილიკო სუხიშვილები ბებიამ და ბაბუამ – ანსამბლის შემქმნელებმა ნინო რამიშვილმა და ილიკო სუხიშვილმა მიიყვანეს. პროფესიონალი მოცეკვავეები ილიკო სუხიშვილი და ნინო რამიშვილი ქართული ხალხური ცეკვის აღორძინებას მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შეუდგნენ. სუხიშვილისა და რამიშვილის ქართული ნაციონალური ბალეტი 1945 წელს დაარსდა. ეს იყო საქართველოს პირველი პროფესიონალური ანსამბლი, რომლის მაგალითსაც მოგვიანებით სხვებმაც მიბაძეს. უკვე 1948 წელს ანსამბლი გასტროლებით გაემგზავრა ევროპაში. ამას მოჰყვა მიწვევები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან.

თემები:
საქართველო და კულტურა (968)

მთავარი თემები