ექსპერიმენტები გრძელდება: ანსამბლი „სუხიშვილები" წარმოადგენს პროექტს „არტეფაქტები"

© photo: Sukhishvilebi / FB„სუხიშვილები"
„სუხიშვილები - Sputnik საქართველო
გამოწერა
„სუხიშვილების" ბოლო ექსპერიმენტებმა ანსამბლის ირგვლივ როგორც მომხრეები, ისე მოწინააღმდეგეები შეკრიბა. მაგრამ ერთში ყველა ერთსულოვანია: მათი თითოეული პროექტი – შედევრია.

თბილისი, 23 ივლისი — Sputnik. საქართველოს ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები" მორიგი ექსპერიმენტული პროექტის „არტეფაქტებისთვის" ემზადება. მაყურებელი ინოვაციურ ქორეოგრაფიას თბილისში 27 ივლისს იხილავს.

ანსამბლის ხელმძღვანელების თქმით, მოცეკვავეები ახალ პროექტზე სამი თვე მუშაობდნენ.

„იყო პროექტები, სადაც ექსპერიმენტის სახით წარმოგვიჩენია სხვადასხვა სახის წარმოდგენა, მაგრამ ახლა ჩვენ დავუბრუნდით საწყისს, რომ გავაკეთოთ თანამედროვე სახის წარმოდგენა", – განაცხადა ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელმა ილიკო სუხიშვილმა.

ცეცხლოვანი „ასსა“ და „სუხიშვილების" ახალი თაობა>>

მოცეკვავეების ტანსაცმელი ანსამბლის დირექტორმა ნინო სუხიშვილმა თავად შექმნა.

„შევურჩიე კოსტიუმი, რომელიც გარემოსთან იქნება შერწყმული. მაგალითად, გოგონების კაბები ცასთან და ღრუბლებთან არის შერწყმული, დანარჩენი ფორმაც ძალიან ჰაეროვანია. ყოველთვის მნიშვნელოვანია, ფორმა არა მოცეკვავეს, არამედ ცეკვას ჩააცვა", – განაცხადა ნინო სუხიშვილმა.

ბოლო დროს „სუხიშვილები" ექსპერიმენტებს ხშირად ატარებს. როგორც დადებითი, ისე უარყოფითი გამოძახილები ჰქონდა ბოლო პროექტსაც „ტრანსფორმაცია", მასში შერწყმულია ფოლკლორისა და კლუბური სტილის ელემენტები და სწორედ ამაში იმალება მისი განუმეორებლობა.

ანსამბლმა ილიკო და ნინო სუხიშვილების ხელმძღვანელობით ინოვაციური რეფორმა გაატარა, რომელიც მიახლოებულია ე.წ. მოდერნისტული ბალეტის პრინციპებთან. მაგრამ, მიუხედავად ამისა, თავისი არსით ესაა ქართული ეროვნული ქორეოგრაფია – ადგილობრივ ფოლკლორზე აღმოცენებული ცეკვები.

ექსპერიმენტებთან და სიახლეებთან ნინო და ილიკო სუხიშვილები ბებიამ და ბაბუამ – ანსამბლის შემქმნელებმა ნინო რამიშვილმა და ილიკო სუხიშვილმა მიიყვანეს. პროფესიონალი მოცეკვავეები ილიკო სუხიშვილი და ნინო რამიშვილი ქართული ხალხური ცეკვის აღორძინებას მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შეუდგნენ. სუხიშვილისა და რამიშვილის ქართული ნაციონალური ბალეტი 1945 წელს დაარსდა. ეს იყო საქართველოს პირველი პროფესიონალური ანსამბლი, რომლის მაგალითსაც მოგვიანებით სხვებმაც მიბაძეს. უკვე 1948 წელს ანსამბლი გასტროლებით გაემგზავრა ევროპაში. ამას მოჰყვა მიწვევები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან.

ყველა ახალი ამბავი
0