როგორ გამოიყურებოდა საქართველოს კურორტები 100 წლის წინ - თბილისში გამოფენა მიმდინარეობს

© courtesy of Faig Huseynovჭავჭავაძეების სასახლე წინანდალში
ჭავჭავაძეების სასახლე წინანდალში - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოფენის სტუმრები დაათვალიერებენ განთქმული ქართული კურორტების ფოტოებს, რომლებიც გასულ საუკუნეშია გადაღებული

თბილისი, 25 ივლისი - Sputnik. საქართველოს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში საარქივო ფოტოების გამოფენა „საქართველოს კურორტები“ მიმდინარეობს.

მაღალმთიან კურორტებზე საზაფხულო სეზონი იხსნება >>

ყველაზე უსაფრთხო ტურისტებისთვის: ქვეყნების რეიტინგი ფოტოებში – რომელ ადგილზეა საქართველო - Sputnik საქართველო
ყველაზე უსაფრთხო ტურისტებისთვის: ქვეყნების რეიტინგი ფოტოებში – რომელ ადგილზეა საქართველო

აქ წარმოდგენილია 1920-2000 წლებში გადაღებული სხვადასხვა ქართული კურორტის ფოტოები. დამთვალიერებლები ნახავენ საქართველოს ბუნების შესანიშნავ კადრებს და შავი ზღვის უნიკალურ პანორამებს. ფოტოებზე ასევე ასახულია მახინჯაურის, წყალტუბოს, აბასთუმნის, ბორჯომის და სხვა კურორტების ტურისტული ბაზები, დასასვენებელი სახლები და სანატორიუმები.

ორგანიზატორებმა ასევე იზრუნეს უსაფრთხოებაზე კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით და დამთვალიერებლებს შესთავაზეს გაეცნონ იმ შეზღუდვებსა და რეკომენდაციებს, რომლებიც გამოფენაზე მოქმედებს.

საგამოფენო პავილიონში ექსპოზიცია სექტემბრამდე გასტანს.

ეროვნული არქივის თანამედროვე საგამოფენო სივრცე 2-16 წელს გაიხსნა. იმ დროიდან აქ გაიმართა დაახლოებით 60 გამოფენა, რომელიც 10 ათასზე მეტმა ადამიანმა დაათვალიერა.

ყველა ახალი ამბავი
0