08:53 23 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8086
  • 100 RUB4.1842
  • USD3.2181
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო და კულტურა (966)
81 0 0

ორგანიზატორების განცხადებით, საქველმოქმედო შეხვედრიდან შეგროვებული თანხა იმ ავტორებზე გადანაწილდება, რომლებისთვისაც ის განსაკუთრებულ აუცილებლობას წარმოადგენს.

თბილისი, 8 ივლისი - Sputnik. ხელოვანების მხარდასაჭერად ახალი პროექტი „ლიტერატურა სოლიდარობისთვის“ იწყება, ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

იდეა ლიტერატურით, ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ეკუთვნის. პროექტის მიზანია – მხარდაჭერა გამოუცხადოს ავტორებს და თანადგომის პროცესში ჩართოს მსურველი ავტორები.

პროექტის ფარგლებში იგეგმება არაერთი ლიტერატურული შეხვედრის გამართვა, რომლის მიმდინარეობისას, სურვილის მიხედვით, მონაწილე ავტორებს მიეცემათ შესაძლებლობა წაიკითხონ საკუთარი შემოქმედებიდან ამონარიდები, ან სრული ტექსტები (მოცულობის მიხედვით); გაიმართება თემატური დისკუსიები.

პროექტის ფარგლებში დახმარების მსურველებს მიმართვის საფუძველზე შეარჩევენ და საქველმოქმედო შეხვედრიდან შეგროვებულ თანხას მათზე თანაბრად გადაანაწილებენ.

„მოძრაობა აპირებს თანამშრომლობასა და... თანამედროვე ლიტერატურულ პროცესებში მონაწილე ხელოვანებისთვის მატერიალური ყოფის მცირედით შემსუბუქებას, რაც მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, – აღნიშნულია განცხადებაში.

პირველ ეტაპზე, სანამ პროექტის მხარდამჭერები გამოჩნდებიან, ლიტერატურული შეხვედრები თბილისში გაიმართება.

თემები:
საქართველო და კულტურა (966)

მთავარი თემები