„ლიტერატურა სოლიდარობისთვის“: მწერლების მხარდასაჭერად ახალი პროექტი იწყება

© photo: Sputnik / Stringerწიგნის დღეები თბილისში
წიგნის დღეები თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ორგანიზატორების განცხადებით, საქველმოქმედო შეხვედრიდან შეგროვებული თანხა იმ ავტორებზე გადანაწილდება, რომლებისთვისაც ის განსაკუთრებულ აუცილებლობას წარმოადგენს.

თბილისი, 8 ივლისი - Sputnik. ხელოვანების მხარდასაჭერად ახალი პროექტი „ლიტერატურა სოლიდარობისთვის“ იწყება, ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

იდეა ლიტერატურით, ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ეკუთვნის. პროექტის მიზანია – მხარდაჭერა გამოუცხადოს ავტორებს და თანადგომის პროცესში ჩართოს მსურველი ავტორები.

ლევან ბერძენიშვილი - Sputnik საქართველო
ლევან ბერძენიშვილი აკუნინთან ერთად EBRD-ის პრემიის ნომინანტია

პროექტის ფარგლებში იგეგმება არაერთი ლიტერატურული შეხვედრის გამართვა, რომლის მიმდინარეობისას, სურვილის მიხედვით, მონაწილე ავტორებს მიეცემათ შესაძლებლობა წაიკითხონ საკუთარი შემოქმედებიდან ამონარიდები, ან სრული ტექსტები (მოცულობის მიხედვით); გაიმართება თემატური დისკუსიები.

პროექტის ფარგლებში დახმარების მსურველებს მიმართვის საფუძველზე შეარჩევენ და საქველმოქმედო შეხვედრიდან შეგროვებულ თანხას მათზე თანაბრად გადაანაწილებენ.

„მოძრაობა აპირებს თანამშრომლობასა და... თანამედროვე ლიტერატურულ პროცესებში მონაწილე ხელოვანებისთვის მატერიალური ყოფის მცირედით შემსუბუქებას, რაც მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, – აღნიშნულია განცხადებაში.

პირველ ეტაპზე, სანამ პროექტის მხარდამჭერები გამოჩნდებიან, ლიტერატურული შეხვედრები თბილისში გაიმართება.

ყველა ახალი ამბავი
0