17:20 11 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4593
  • 100 RUB4.3016
  • USD3.0624
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო და კულტურა (858)
103 0 0

სპეციალურად ფესტივალისთვის წინანდალში 900 სტუმარზე გათვლილი მუსიკალური დარბაზი, 60-ნომრიანი სასტუმრო, ღია ამფითეატრი, ბიბლიოთეკა, საკონფერენციო დარბაზები და მულტიფუნქციური სივრცეები აშენდა.

თბილისი, 26 მაისი — Sputnik. საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ფესტივალი – კლასიკური მუსიკის ფესტივალი წინანდალში Tsinandali Festival კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო, იუწყებიან ორგანიზატორები.

„გულდაწყვეტით უნდა გაცნობოთ, რომ წინანდლის ფესტივალი 2020 წელს არ ჩატარდება. ფესტივალის გუნდი იძულებული გახდა ასეთი გადაწყვეტილება მიეღო კორონავირუსის პანდემიით შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე“, – ნათქვამია ღონისძიების Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ორგანიზატორები ფესტივალის თაყვანისმცემლებსა და სპონსორებს მადლობას უხდიან მოთმინებისა და მხარდაჭერისთვის და პირობას დებენ, რომ 2021 წელს აუცილებლად გაახარებენ მუსიკის მოყვარულებს. 2019 წლის წინანდლის ფესტივალის რჩეული კონცერტების მოძიებას კი მსმენელი SILK TV-ს ვიდეოთეკაში შეძლებს. 

წინანდლის ფესტივალი სახელმწიფო და კერძო სექტორის – ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და კომპანია Silk Road Group-ის ერთობლივი ინიციატივაა. მემორანდუმი მათი თანამშრომლობის შესახებ 2017 წლის იანვარში გაფორმდა.

Tsinandali Festival-ის დამფუძნებლები გახდნენ შვეიცარიის ვერბიეში (Verbier) ფესტივალის დამფუძნებელი მარტინ ენგსტრემი, მისი თანამოაზრე, ისრაელის ფილარმონიის ორკესტრის გენერალური დირექტორი ავი შოშანი და ქართველი ბიზნესმენი და ფილანტროპი გიორგი რამიშვილი.

ფესტივალის გენერალური დირექტორია ცნობილი რეჟისორი დავით საყვარელიძე, სამხატვრო ხელმძღვანელი – ჯანანდრეა ნოზედა.

ფესტივალის ჩასატარებლად წინანდალში 900 სტუმარზე გათვლილი მუსიკალური დარბაზი, 60-ნომრიანი სასტუმრო, ღია ამფითეატრი, ბიბლიოთეკა, საკონფერენციო დარბაზები და მულტიფუნქციური სივრცეები აშენდა. პროექტის ფარგლებში ასევე შეიქმნა საერთაშორისო მუსიკალური აკადემია, რომელთანაც ჩამოყალიბდა ახალგაზრდული ორკესტრი 60 მუსიკოსის შემადგენლობით.

თემები:
საქართველო და კულტურა (858)

მთავარი თემები