17:04 27 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8812
  • 100 RUB4.2875
  • USD3.3332
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო და კულტურა (936)
99 0 0

პირველი არხის მაყურებლებს შესთავაზებს ნაცნობ და საყვარელს შოუებს, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის გამო შეწყდა

თბილისი, 19 მაისი – Sputnik. საქართველოს პირველი არხი ამზადებს ახალ სატელევიზიო სეზონს - ეთერში მაყურებლისთვის საყვარელი პროგრამები გავა.

როგორც არხის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მასშტაბური პროექტები, რომელთა დაწყება კორონავირუსის პანდემიამ თითქმის სამი თვით გადაავადა, 24 მაისიდან დაიწყება.

ეკრანებზე ბრუნდება ყველასათვის საყვარელი შოუ „მასტერშეფი“ - საქართველოში ერთადერთი საერთაშორისო კულინარიული პროექტის მესამე სეზონისთვის მონაწილეების შერჩევა უკვე დასრულდა.

„იწყება გადაცემის, „რა, სად, როდის“ ზაფხულის სერიები. ეკრანზე ბრუნდება პირველი არხის სერიალი „იდეალური დედა“, რომელმაც პირველივე სეზონიდან მაყურებლის განსაკუთრებული სიყვარული მოიპოვა. მიმდინარეობს მზადება საერთაშორისო პრესტიჟული მუსიკალური კონკურსის, „ვოისის“ ლიცენზირებული ქართული ანალოგისთვისაც“, - ნათქვამია ვებგვერდზე.

მოსალოდნელია სიახლეები არხის ახალი ამბების სამსახურშიც - საინფორმაციო პროგრამა „მოამბე“ გავა ახალი სტუდიიდან განახლებული ფორმატით, საინტერესო რეპორტაჟებითა და სტუმრებით.

თემები:
საქართველო და კულტურა (936)

მთავარი თემები