მუზეუმების კვირეული ონლაინ: რა ელოდებათ ხელოვნების მოყვარულთ?

გამოწერა
2020 წელს მუზეუმების საერთაშორისო დღის თემაა „მუზეუმები თანასწორობისთვის: „მრავალფეროვნება და ინკლუზია“.

თბილისი, 19 მაისი — Sputnik. მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოში მუზეუმების კვირეული დაიწყო. სამშაბათს, 19 მაისს საქართველოს ისტორიისა და ხელოვნების მოყვარულთ როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში არაერთი საინტერესო და შემეცნებითი ღონისძიება ელოდებათ.

„Sputnik-საქართველო“ მოგითხრობთ ყველაზე მიმზიდველი ღონისძიებების შესახებ. 

ეროვნული მუზეუმი - Sputnik საქართველო
მუზეუმების საერთაშორისო დღე: საქართველოს მუზეუმები ონლაინ–ექსკურსიებზე გეპატიჟებიან

ყველა ღონისძიება ხელმისაწვდომია ინტერნეტ-სივრცეში მუზეუმების პორტალებსა და Facebook-გვერდებზე.

იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი ("ქარვასლა"), პროექტის „თანამედროვე ხელოვნების გალერეა“ ფარგლებში, მხატვარ ვალო იმერლიშვილის საინტერესო ნამუშევარს გთავაზობთ.

ვალო იმერლიშვილმა შექმნა ფუნქციონალური სკულპტურა როგორც ინსტალაცია - ხის ორი ცხენით წარმოდგენილი სამმეტრიანი არტეფაქტი, რომელიც დასავლეთისა და აღმოსავლეთის არსებითი მახასიათებლების მხატვრულ კვლევას ეძღვნება.

„მუზეუმების კვირეულს აქტიურად აღნიშნავენ საქართველოს რეგიონებშიც. მაგალითად, აჭარის სახელმწიფო მუზეუმში საინტერესო ღონისძიებების შთამბეჭდავ სიას ამზადებენ. ამ დღეს დამთვალიერებელი იხილავს ონლაინ-გამოფენას „ჩემი თვალით დანახული სამყარო“: ყველა ფოტო შშმ პირებს ეკუთვნით. ასევე დაგეგმილია მხატვარ ნინო ნიჟარაძის ლექცია თემაზე „თვითიზოლაცია და მხატვრობა“.

რუსთავის მოსახლეობას შესაძლებლობა ეძლევა საკუთარი ქალაქის ისტორიას გაეცნოს ან საკუთარი ცოდნა შეამოწმოს. მუზეუმის Facebook-გვერდზე ქალაქის ისტორიის შესახებ 10 კითხვაა მომზადებული. სასიამოვნო ბონუსი იმაში მდგომარეობს, რომ ნებისმიერ მსურველს შედეგის სხვებისთვის გაზიარების შესაძლებლობა ექნება.

გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი გთავაზობთ მოსწავლეების მონაწილეობით საინტერესო ონლაინ-დისკუსიას თემაზე „მუზეუმი თანასწორობისთვის: წარსული, აწმყო, მომავალი“. დისკუსია Zoom-ის პლატფორმაზე გაიმართება.

თელავის ისტორიული მუზეუმი კი იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად მსოფლიოს პრესტიჟულ მუზეუმებში ინკლუზიური პროგრამების თაობაზე მოგითხრობთ.

საქართველოში 18-დან 25 მაისამდე პერიოდში მუზეუმების საერთაშორისო დღე აღინიშნება – ეს არის ონლაინ-გამოფენების, ვირტუალური ექსკურსიების, ვებ-კონკურსების, ვიქტორინებისა და სხვადასხვა გასართობ-შემეცნებითი ღონისძიებების სერია. მიმდინარე წლის თემაა „მუზეუმები თანასწორობისთვის: „მრავალფეროვნება და ინკლუზია“.

ყველა ახალი ამბავი
0