17:23 27 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8812
  • 100 RUB4.2875
  • USD3.3332
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო და კულტურა (936)
65 0 0

ძმები ოთარ და თამაზ ჭილაძეები ცნობილი ქართველი მწერლები, პოეტები და დრამატურგები იყვნენ. მათმა შემოქმედებამ დიდი გავლენა მოახდინა ქვეყნის არაერთ ლიტერატორზე

თბილისი, 18 მაისი - Sputnik. თბილისში უჩვეულო კონკურსი გამოცხადდა - მსურველებს სთავაზობენ, მისწერონ წერილები ქართული ლიტერატურის კლასიკოსებს - ძმებს ოთარ და თამაზ ჭილაძეებს.

ინიციატივა ეკუთვნის შემოქმედთა თაყვანისმცემლები Facebook-გვერდს, რომლის სახელწოდებაცაა „ხილიანზე, ჭილაძეებთან“ და რომელიც 28 მაისს შექმნიდან ერთ წელიწადს აღნიშნავს.

კონკურსის ორი ნომინაციის ფარგლებში - „წერილი ოთარ ჭილაძეს“ და „წერილი თამაზ ჭილაძეს“ - მწერლების შემოქმედების თაყვანისმცემლებმა ფანტაზია უნდა მოიშველიონ და მწერლებს წერილები მისწერონ. თითო ნომინაციას თითო გამარჯვებული ეყოლება.

საუკეთესო წერილების ავტორები სასიამოვნო პრიზს მიიღებენ - ნებისმიერი სამი წიგნი ძმების შემოქმედებიდან, რომელთაც შეარჩევენ საკუთარი სურვილით. საჩუქარს გამარჯვებულები მიიღებენ არა უგვიანეს 30 ივნისისა ჭილაძეების სახლში, ხილიანზე.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა წერილები PDF ფაილით უნდა გაგზავნონ მისამართზე - lado.managadze@yahoo.com. წერილის გაგზავნის ბოლო ვადაა 31 მაისი. წერილში აუცილებელია სახელის, გვარისა და საკონტაქტო ტელეფონის მითითება.

ოთარ და თამაზ ჭილაძეები - გამოჩენილი მწერლები, პოეტები და დრამატურგები იყვნენ. ოთარ ჭილაძე იყო ჟურნალისტი და პედაგოგი თბილისის თეატრალურ ინსტიტუტში. იგი არის ავტორი რომანებისა, პოემებისა, პიესებისა და პუბლიცისტური ნაწარმოებებისა.

თამაზ ჭილაძე - ოთარის უფროსი ძმა, ასევე შესანიშნავი პროზაიკოსი და პოეტია, შექმნილი აქვს პიესებიც. რუსულენოვანი მკითხველი ჭილაძის შემოქმედებას 1961 წელს გაეცნო, როდესაც გამოვიდა მისი პოეტური კრებული Сети звезд ევგენი ევტუშენკოს თარგმანით.

თემები:
საქართველო და კულტურა (936)

მთავარი თემები