18:48 01 დეკემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9840
  • 100 RUB4.3704
  • USD3.3253
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
210 0 0

„ევროვიზია 2020“ როტერდამში უნდა ჩატარებულიყო 12–16 მაისს, მაგრამ კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული საყოველთაო საკარანტინო ზომების გამო, კონკურსის ორგანიზატორებმა 18 მარტს მისი გაუქმება გადაწყვიტეს.

თბილისი, 15 მაისი - Sputnik. საერთაშორისო სასიმღერო კონკურსის, „ევროვიზია 2020–ის“ ონლაინ–კონცერტი, ევრუპელ მაუწყებელთა კავშირის გადაწყვეტილებით, 16 მაისს გაიმართება.

შოუ ჩატარდება დევიზით Europe Shine A Light. მასში მონაწილეობას მიიღებს მსოფლიოს 41 ქვეყნის  ყველა ის მუსიკოს–შემსრულებელი, რომლებიც „ევროვიზია 2020–ისთვის“ იყვნენ შერჩეულები. 

კონკურსის პირდაპირი ტრანსლაცია საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხით 23:00 საათზე დაიწყება და მას დიმიტრი ერგემლიძე გაუძღვება.

საქართველოს კონკურსზე წარმოადგენს თორნიკე ყიფიანი სიმღერით Take Me As I Am („მიმიღე ისეთი, როგორც ვარ“).

ონლაინ–კონცერტი ორი საათის განმავლობაში გაგრძელდება და მონაწილეები სიმღერებს ცოცხლად შეასრულებენ — ტრანსლირებული იქნება მათი კლიპები. გარდა ამისა,  შოუში მონაწილეობას მიიღებენ გასული წლების „ევროვოზიების“ კონკურსანტებიც.

„ევროვიზია 2020“ კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო>>

შეგახსენებთ: „ევროვიზია 2020“ როტერდამში უნდა ჩატარებულიყო 12–16 მაისს, მაგრამ კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული საყოველთაო საკარანტინო ზომების გამო, კონკურსის ორგანიზატორებმა 18 მარტს მისი გაუქმება გადაწყვიტეს.

მთავარი თემები