თბილისი, 15 მაისი - Sputnik. საერთაშორისო სასიმღერო კონკურსის, „ევროვიზია 2020–ის“ ონლაინ–კონცერტი, ევრუპელ მაუწყებელთა კავშირის გადაწყვეტილებით, 16 მაისს გაიმართება.
შოუ ჩატარდება დევიზით Europe Shine A Light. მასში მონაწილეობას მიიღებს მსოფლიოს 41 ქვეყნის ყველა ის მუსიკოს–შემსრულებელი, რომლებიც „ევროვიზია 2020–ისთვის“ იყვნენ შერჩეულები.
კონკურსის პირდაპირი ტრანსლაცია საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხით 23:00 საათზე დაიწყება და მას დიმიტრი ერგემლიძე გაუძღვება.
საქართველოს კონკურსზე წარმოადგენს თორნიკე ყიფიანი სიმღერით Take Me As I Am („მიმიღე ისეთი, როგორც ვარ“).
ონლაინ–კონცერტი ორი საათის განმავლობაში გაგრძელდება და მონაწილეები სიმღერებს ცოცხლად შეასრულებენ — ტრანსლირებული იქნება მათი კლიპები. გარდა ამისა, შოუში მონაწილეობას მიიღებენ გასული წლების „ევროვოზიების“ კონკურსანტებიც.
შეგახსენებთ: „ევროვიზია 2020“ როტერდამში უნდა ჩატარებულიყო 12–16 მაისს, მაგრამ კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული საყოველთაო საკარანტინო ზომების გამო, კონკურსის ორგანიზატორებმა 18 მარტს მისი გაუქმება გადაწყვიტეს.