08:31 03 ივნისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4366
  • 100 RUB4.4862
  • USD3.0772
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო და კულტურა (829)
131 0 0

„და ჩვენ ვიცეკვეთ“ მოგვითხრობს ახალგაზრდა მოცეკვავე მერაბის შესახებ, რომელიც რადიკალურად იცვლება მას შემდეგ, რაც თავისი ამბიციური მეტოქე ირაკლი შეუყვარდება.

თბილისი, 14 მაისი – Sputnik. ქართული წარმოშობის შვედი რეჟისორის ლევან აკინის მიერ არატრადიციულ სიყვარულზე გადაღებული ფილმი „და ჩვენ ვიცეკვეთ“, ბრიტანული გამოცემა The Guardian-ის ვერსიით, საუკეთესო ფილმების სიაში მოხვდა. 

The Guardian-მა ფილმების სია შეადგინა, სადაც აღწერილია სრულმეტრაჟიანი კინოფილმების მოკლე სიუჟეტი. აღსანიშნავია, რომ ქართულ-შვედური დრამა ჩამონათვალში ისეთი ფილმების გვერდით დასახელდა, როგორიცაა „შუქურა“, „1917", „პარაზიტები“, რომელმაც საუკეთესო ფილმის ნომინაციაში „ოსკარი“ მოიპოვა.

„ცეკვის სცენები ძალიან გახარებს – საათობით შეგიძლია მათი ყურება. ამ ფილმის პლასტიკა საოცარია“, – წერს სტატიის ავტორი.

„და ჩვენ ვიცეკვეთ“ არის ფილმი, რომელმაც პრესტიჟულ კინოფესტივალებზე მრავალი ჯილდო მოიპოვა. ერთ-ერთი ბოლო ხმაურიანი აღიარება შვედეთში გამართულ კინოფესტივალზე The Guldbagge Awards სამ მთავარ ნომინაციაში გამარჯვებაა. ფილმმა მიიღო პრიზი „წლის საუკეთესო ფილმი“. მთავარი როლის შემსრულებელი ლევან გელბახიანი „საუკეთესო მსახიობის“ ტიტულით დაჯილდოვდა, ხოლო ლევან აკინმა მიიღო პრიზი „საუკეთესო სცენარისათვის“.

აღსანიშნავია ლევან გელბახიანის წარმატება, რომელიც, Europian Film Promotion-ის ვერსიით, ათი საუკეთესო, ამომავალი და ყველაზე პერსპექტიული ვარსკვლავების სიაში მოხვდა.

ფილმის მთავარი გმირის მერაბის როლის შესრულებისთვის მსახიობ ლევან გელბახიანს ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე 2020 წლის ევროპის ამომავალი ვარსკვლავის ჯილდო გადასცეს. 

ლევან გელბახიანისთვის ეს არ არის პირველი წარმატება, რომელიც მას ამ ფილმში შესრულებული როლისთვის ხვდა – მაისში ამერიკულმა ჟურნალმა W-მ 2019 წლის კანის კინოფესტივალის 15 ვარსკვლავს შორის ისიც დაასახელა. მოგვიანებით ფრანგულმა გამოცემამ ecrannoir.fr ლევან გელბახიანი ასევე კანის კინოფესტივალის აღმოჩენად დაასახელა. 2019 წლის ნოემბერში გელბახიანი მინსკის კინოფესტივალზე საუკეთესო მამაკაც მსახიობად დაასახელეს.

„და ჩვენ ვიცეკვეთ“ მოგვითხრობს ახალგაზრდა მოცეკვავე მერაბის შესახებ, რომელიც რადიკალურად იცვლება მას შემდეგ, რაც თავისი ამბიციური მეტოქე ირაკლი შეუყვარდება. ლევან აკინის ფილმის პრემიერა საქართველოში 2019 წლის 8 ნოემბერს გაიმართა, რასაც წინააღმდეგობა შეხვდა ქართული ნაციონალისტური ჯგუფებისგან. ჩვენების საწინააღმდეგო დემონსტრაციებზე 30-მდე ადამიანი დააკავეს.

თემები:
საქართველო და კულტურა (829)

მთავარი თემები