00:55 25 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8137
  • 100 RUB4.2174
  • USD3.2202
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
ქართული კინო (105)
13410

პროგრამაშია ისეთი რეჟისორების ფილმები, როგორებიცაა ლანა ღოღობერიძე, ზაზა ხალვაში, ლევან თუთბერიძე, ლევან კოღუაშვილი, დიმიტრი ცინცაძე და სხვ.

თბილისი, 13 მაისი — Sputnik. სტრასბურგში ქართული კინოს კვირეული მიმდინარეობს - ონლაინ-ღონისძიებები ტარდება ევროპის საბჭოს მინისტრთა კაბინეტში საქართველოს თავმჯდომარეობის პერიოდში დაგეგმილი კულტურული ღონისძიებების ფარგლებში.

როგორც საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, მსურველებს ფილმების ნახვა ონლაინ ქართული თავმჯდომარეობის ვებ-გვერდზე 15 მაისის ჩათვლით შეუძლიათ.

პროგრამაშია ქართველი რეჟისორების ფილმები: ლანა ღოღობერიძის „ოქროს ძაფი”, ზაზა ხალვაშის „ნამე”, ნუცა ალექსი-მესხიშვილის „კრედიტის ლიმიტი”, ნინო ჟვანიას „აღლუმი”, ლევან თუთბერიძის „მოირა”, ლევან კოღუაშვილის „შემთხვევითი პაემნები”, დიმიტრი ცინცაძის „ჩაისუნთქე ამოისუნთქე”, სალომე ჯაშის „დაისის მიზიდულობა”, რატი ონელის „მზის ქალაქი”.

საქართველოს თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით გამართული კულტურული ღონისძიებების ფარგლებში 2020 წლის მარტში მაყურებელს უკვე ჰქონდა შესაძლებლობა სტრასბურგში გასცნობოდა ქართულ კინემატოგრაფიას. ქართული კინოს რეტროსპექტივა წარმატებით გაიმართა კინოთეატრ Odyssée-ში.

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში საქართველოს თავმჯდომარეობის პერიოდში ასევე გაიმართა ქართველი შემსრულებლის გვანცა გაგნიძის კონცერტი სტრასბურგის ფილარმონიის ორკესტრის თანხლებით, დიზაინერ ქეთი ჩხიკვაძის ჩვენება და ანსამბლ „სუხიშვილების“ კონცერტი.

თემები:
ქართული კინო (105)

მთავარი თემები