სტრასბურგში ქართული კინოს კვირეული იმართება

© courtesy of David Zalkalianiქართული ანბანი სტრასბურგის ტრამვაიზე
ქართული ანბანი სტრასბურგის ტრამვაიზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
პროგრამაშია ისეთი რეჟისორების ფილმები, როგორებიცაა ლანა ღოღობერიძე, ზაზა ხალვაში, ლევან თუთბერიძე, ლევან კოღუაშვილი, დიმიტრი ცინცაძე და სხვ.

თბილისი, 13 მაისი — Sputnik. სტრასბურგში ქართული კინოს კვირეული მიმდინარეობს - ონლაინ-ღონისძიებები ტარდება ევროპის საბჭოს მინისტრთა კაბინეტში საქართველოს თავმჯდომარეობის პერიოდში დაგეგმილი კულტურული ღონისძიებების ფარგლებში.

როგორც საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, მსურველებს ფილმების ნახვა ონლაინ ქართული თავმჯდომარეობის ვებ-გვერდზე 15 მაისის ჩათვლით შეუძლიათ.

ანა ჩუბინიძის მულტფილმი - Sputnik საქართველო
ქართველი რეჟისორის ფილმი საფრანგეთის ყურადღების ცენტრში მოექცა

პროგრამაშია ქართველი რეჟისორების ფილმები: ლანა ღოღობერიძის „ოქროს ძაფი”, ზაზა ხალვაშის „ნამე”, ნუცა ალექსი-მესხიშვილის „კრედიტის ლიმიტი”, ნინო ჟვანიას „აღლუმი”, ლევან თუთბერიძის „მოირა”, ლევან კოღუაშვილის „შემთხვევითი პაემნები”, დიმიტრი ცინცაძის „ჩაისუნთქე ამოისუნთქე”, სალომე ჯაშის „დაისის მიზიდულობა”, რატი ონელის „მზის ქალაქი”.

საქართველოს თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით გამართული კულტურული ღონისძიებების ფარგლებში 2020 წლის მარტში მაყურებელს უკვე ჰქონდა შესაძლებლობა სტრასბურგში გასცნობოდა ქართულ კინემატოგრაფიას. ქართული კინოს რეტროსპექტივა წარმატებით გაიმართა კინოთეატრ Odyssée-ში.

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში საქართველოს თავმჯდომარეობის პერიოდში ასევე გაიმართა ქართველი შემსრულებლის გვანცა გაგნიძის კონცერტი სტრასბურგის ფილარმონიის ორკესტრის თანხლებით, დიზაინერ ქეთი ჩხიკვაძის ჩვენება და ანსამბლ „სუხიშვილების“ კონცერტი.

ყველა ახალი ამბავი
0