18:44 11 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4593
  • 100 RUB4.3016
  • USD3.0624
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო და კულტურა (857)
122 0 0

პირველად თეატრის არსებობის ისტორიაში სპექტაკლის ჩვენება მაყურებლის გარეშე ჩაივლის, უცვლელი მხოლოდ დადგმის თემატიკაა – სიყვარული.

თბილისი, 6 მაისი - Sputnik. თბილისის ამირან შალიკაშვილის სახელობის პანტომიმის სახელმწიფო თეატრის სცენაზე სპექტაკლის „სიყვარულის ეიფორია“ პრემიერა 13 მაისს, 19:00 საათზე მაყურებლის გარეშე გაიმართება – წარმოდგენის ნახვა თეატრის ოფიციალურ Facebook-გვერდზე პირდაპირ ეთერში იქნება შესაძლებელი. 

„სპექტაკლში ასახულია სხვადასხვა ადამიანის ცხოვრებაში სასიყვარულო ემოციებისგან გამოწვეული მოვლენების განვითარება. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც სრულიად განსხვავდებიან ერთმანეთისგან ხასიათით, ცხოვრების წესით, სურვილებით და მიზნებით. თუმცა, თითოეულის ცხოვრებაში სიყვარული გარდამტეხ როლს ასრულებს, ცვლის ჩვეულ რიტმს, იწვევს სხვადასხვა წინააღმდეგობებს და დასასრულიც სხვადასხვა აქვს“, – ნათქვამია სპექტაკლის ანონსში.

როგორც აღინიშნება, დადგმა ასევე ეხება მსოფლიოში ამჟამად განვითარებულ მოვლენებს.

დადგმის რეჟისორი დავით შალიკაშვილია, ქორეოგრაფი - ნინო ლორთქიფანიძე. სპექტაკლში მონაწილეობენ იაკო მიმინოშვილი და ბექა არსენიძე. სპექტაკლი თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით დაიდგა და თეატრის 55 წლის იუბილეს ეძღვნება.

თემები:
საქართველო და კულტურა (857)

მთავარი თემები