Tbilisi Open Air ივნისში აღარ გაიმართება - ორგანიზატორები განცხადებას ავრცელებენ

© Sputnik / STRINGEROpen Air ფესტივალი
Open Air ფესტივალი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მუსიკალური ფესტივალი Tbilisi Open Air კორონავირუსის პანდემიის გამო შესაძლოა გადაიდოს. ინფორმაციას ფესტივალის ორგანიზატორები ავრცელებენ.

თბილისი, 1 მაისი — Sputnik. Tbilisi Open Air 2020 ივნისში აღარ ჩატარდება. ინფორმაციას ფესტივალის ორგანიზატორები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.

როგორც მათ განცხადებაშია ნათქვამი, ფესტივალის ჩატარების ახალი თარიღის შესახებ ცნობილი 25 ივნისამდე გახდება.

„ამ ეტაპზე განიხილება ფესტივალის სექტემბრის მეორე ნახევრისთვის გადადება, თუმცა ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული“, – წერენ ორგანიზატორები. Tbilisi Open Air 2020 26-28 ივნისს უნდა გამართულიყო.

Tbilisi Open Air - Sputnik საქართველო
Tbilisi Open Air 2019: მუსიკალური ფესტივალი ახალბედა ტალანტებს შანსს აძლევს

ფესტივალი 26-28 ივნისს იყო დაანონსებული და ის Lisi Wonderland-ის ტერიტორიაზე უნდა გამართულიყო. მსმენელის წინაშე უნდა წარმდგარიყვნენ ამერიკელი მომღერალი ლაურა პერგოლიცი (LP), ამერიკული მუსიკალური პროექტი Polo and Pan, მუსიკოსი Apparat, ამერიკული ალტერნატიული როკ-ჯგუფი She Wants Revenge. დაგეგმილი იყო ასევე ბელარუსული ჯგუფი Molchat Doma, გერმანელი დიჯეი რობაგ ვრუმე და სხვ.

Tbilisi Open Air თბილისში 2009 წლიდან იმართება და ის რეგიონში ღია ცის ქვეშ ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ფესტივალია. ამ ხნის მანძილზე მის სცენაზე უმღერიათ ისეთ ცნობილ მუსიკოსებს, როგორიცაა - ზემფირა, ДДТ, Placebo, Beth Hart, Black Label Society, Tiger Lilies, Soap and Skin, Morcheeba, Tom Odell და სხვ.

ყველა ახალი ამბავი
0