21:48 15 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4817
  • 100 RUB4.3094
  • USD3.0633
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
50 0 0

ქართველი მუსიკოსები კორონავირუსის პანდემიის დროს კლასიკური მუსიკის მოყვარულთათვის ყოველ კვირას ვირტუალურ კონცერტებს აწყობენ

თბილისი, 25 აპრილი - Sputnik. საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრი და ქართველი კომპოზიტორი ნიკოლოზ რაჭველი 25 აპრილს მსმენელს სთავაზობს ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის კონცერტის ვიდეო ჩანაწერს, იუწყებიან ორგანიზატორები.

ბაროკოს მუსიკის ფესტივალი თბილისში ონლაინ-კონცერტებზე გეპატიჟებათ >>

კონცერტს დირიჟორობას გაუწევს ახალი თაობის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მაესტრო არიელ ცუკერმანი.

ჩანაწერის ტრანსლირება ცენტრის Facebook-გვერდზე თბილისის დროით 12:00 საათზე დაიწყება, მაყურებელი დმიტრი შოსტაკოვიჩის ნაწარმოებებით დატკბება.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრი თავის ერთგულ მსმენელს კორონავირუსის პანდემიის დროსაც არ ივიწყებს. ორკესტრის ხელმძღვანელობა, სხვა ბევრი კულტურული სამსახურის მსგავსად, კონცერტების ჩანაწერებს სოციალურ ქსელებში აქვეყნებს.

სოციალური ქსელის მომხმარებლებს ვირტუალურ კონცერტებზე დასწრება ყოველ უქმეებზე შეუძლიათ.

მთავარი თემები