Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

ვუპასუხოთ ვირუსს სიმღერით: ცნობილი ქართველი მომღერალი უფასო გაკვეთილებს გთავაზობთ

© photo: Giorgi Kekelidze / FBფოლკლორის დარბაზე ეროვნულ ბიბლიოთეკაში
ფოლკლორის დარბაზე ეროვნულ ბიბლიოთეკაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
იდეის ავტორი - შესანიშნავი ხმის პატრონია. ის აკვნიდან მღერის, და ქართული სიმღერა მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია

თბილისი, 23 აპრილი – Sputnik. ქართველმა მომღერალმა გიორგი უშიკიშვილმა გადაწყვიტა დაეხმაროს თანამემამულეებს, ემიგრანტებს და ხალხური მუსიკისადმი ყველა არაგულგრილ ადამიანს, რომელიც ახლა თვითიზოლაციაში იმყოფება - შემსრულებელი ფოლკლორული სიმღერის უფასო ონლაინ-გაკვეთილებს გთავაზობთ. ამის შესახებ არტისტმა თავის Facebook-გვერდზე დაწერა.

შოსტაკოვიჩი ონლაინ: სიმფონიური ორკესტრი ვირტუალურ კონცერტზე გიწვევთ >>

თავის პოსტში უშიკიშვილმა მიუთითა, რომ ყოველდღიურად ერთი სიმღერის ვიდეო-გაკვეთილის ატვირთვის იდეა მას მეგობარმა მიაწოდა. ამგვარად, ყველა მსურველი კვირაში სამი სიმღერის შესწავლას შეძლებს.

„ასე რომ ხვალიდან ყოველ დღე დავდებ ვიდეო გაკვეთილს და ვისაც გაქვთ სურვილი ან თუ გინდათ თქვენმა შვილმა შეისწავლოს ქართული ხალხური სიმღერა იქნებ გამოგადგეთ ჩემი ვიდეო გაკვეთილები“, - წერს გიორგი.

ქართველმა შემსრულებელმა ასევე აღნიშნა, რომ ახლა ყველაზე შესაფერისი დროა და ის მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ, რათა რამდენიმე სიმღერა მაინც ვისწავლოთ. „კორონა რომ გადაივლის, გავაკეთოთ ერთი დიდი შეხვედრა და ყველამ ერთად ვიმღეროთ“, - პირობას დებს გიორგი უშიკიშვილი.

„მრავალჟამიერის“ პირველი გაკვეთილი არტისტმა უკვე ატვირთა თავის გვერდზე. კომენტარებიდან ჩანს, რომ გამომწერები კმაყოფილები არიან.

გიორგი უშიკიშვილი ახმეტაში 1978 წელს დაიბადა. როგორც თავად უშიკიშვილი ამბობს, ის აკვნიდან მღერის, ხოლო ქართული სიმღერა მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. გიორგი უშიკიშვილი წინანდლის პრემიის ლაურეატია, ღირსების ორდენის, ასევე ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის კავალერია. 2017 წლიდან - პოპულარული პროექტ „მხოლოდ ქართულის“ ჟიურის წევრი.

ყველა ახალი ამბავი
0