თბილისი, 23 აპრილი – Sputnik. საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრი და ცნობილი ქართველი კომპოზიტორი ნიკოლოზ რაჭველი 25 აპრილს გთავაზობთ ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს სიმფონიური ორკესტრის კონცერტის ჩანაწერს, იუწყებიან ორგანიზატორები.
ორკესტრს უდირიჟორებს ახალი თაობის ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული დირიჟორი არიელ ცუკერმანი.
ჩანაწერის ტრანსლირება 12:00 საათზე დაიწყება. აჟღერდება დმიტრი შოსტაკოვიჩის მეათე სიმფონია.
ეროვნული სიმფონიური ორკესტრი თავის მსმენელს არც კორონავირუსის პანდემიის პერიოდში ივიწყებს. ორკესტრის ხელმძღვანელობა, მრავალი კულტურული სამსახურის მსგავსად, მსმენელს Facebook-გვერდზე კონცერტების ჩანაწერებს სთავაზობს.
სოციალური ქსელის მომხმარებლებს ვირტუალურ კონცერტებზე დასწრება ყოველ უქმეებზე შეუძლიათ.