კინომსახიობთა თეატრი სპექტაკლების ვიდეოჩვენებას იწყებს

© Sputnik / Alexander Imedashviliთუმანიშვილის თეატრი
თუმანიშვილის თეატრი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კარანტინისა და თვითიზოლაციის პირობებში თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრი აქციის „დარჩი სახლში“ ფარგლებში მაყურებელს თავის სპექტაკლებს სთავაზობს.

თბილისი, 27 მარტი – Sputnik. მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თბილისის კინოსახიობთა თეატრი, კორონავირუსის საფრთხესთან დაკავშირებით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გამო, მაყურებელს 27 მარტიდან სპექტაკლების ვიდეოჩანაწერების ჩვენებას სთავაზობს.

ახალი ქართული კინო: საქართველოში უფასო ონლაინ-სეანსები დაიწყო>>

თეატრის Facebook–გვერდზე უკვე წარმოდგენილია სპექტაკლები და მათი ჩვენების დრო.

„ჩვენო ძვირფასო, ერთგულო მაყურებელო, შევეცდებით სახლში ყოფნის პერიოდი თქვენთვის უფრო საინტერესო გავხადოთ. დარჩით სახლში, უყურეთ სპექტაკლების ვიდეოჩანაწერებს ჩვენს Facebook-გვერდზე და გაგვიზიარეთ შთაბეჭდილებები“, – ნათქვამია თეატრის განცხადებაში.

სპექტაკლების ჩვენება 20:00 საათზე დაიწყება.

27 მარტს წარმოდგენილი იქნება გიორგი ლევაშოვ–თუმანიშვილის ფილმი მიხეილ თუმანიშვილის შესახებ „გამჭოლი მოქმედება“.

მოზარდ მაყურებელთა თეატრი - Sputnik საქართველო
მოზარდ მაყურებელთა თეატრი მაყურებელს ონლაინ–სპექტაკლებზე იწვევს

28 მარტს ნაჩვენები იქნება რეჟისორ მანანა ანასაშვილის „ბნელ ოთახში“ (ალან ეიქბორნი, რაფიელ ერისთავი), ხოლო 29 მარტს რეჟისორ მიხეილ მარმარინოსის „R+J ბედისწერა დაბნეულია რომეო და ჯულიეტა – მესამე მეხსიერება“ (უილიამ შექსპირი, მარმარინოსი).

3 აპრილს თეატრი აჩვენებს რეჟისორ რუსუდან ბოლქვაძის „ზვავს“ (თუნჯერ ჯუჯენოღლუ), 4 აპრილს – ზურაბ გეწაძის „მეფე ლირს“ (შექსპირი), ხოლო 5 აპრილს – ზურაბ გეწაძის „7 პპ“ (ლაშა ბუღაძე).

აქციას „დარჩი სახლში“ უკვე შეუერთდნენ და ვირტუალურ მუშაობაზე გადაერთნენ საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, მოზარდ მაყურებელთა თეატრი, გრიბოედოვის სახელობის თბილისის რუსული დრამატული თეატრი, ეროვნული და ხელოვნების სასახლის მუზეუმები და სხვ.

„თეატრალური საკუჭნაო“ – გრიბოედოვის თეატრი მაყურებელს ვირტუალურ სპექტაკლებზე იწვევს>>

21 მარტიდან 21 აპრილამდე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რაც უამრავ შეზღუდვასა და აკრძალვას ითვალისწინებს, მათ შორის, ადამიანების შეკრებას.

ყველა ახალი ამბავი
0