05:34 05 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4221
  • 100 RUB4.2811
  • USD3.0465
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო და კულტურა (853)
134 0 0

კარანტინისა და თვითიზოლაციის პირობებში თეატრი მაყურებელს თავისი რეპერტუარიდან ყველაზე საინტერესო სპექტაკლებს სთავაზობს ონლაინ-რეჟიმში.

თბილისი, 25 მარტი – Sputnik. საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით და ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების პირობებში გრიბოედოვის სახელობის თბილისის რუსული დრამატული თეატრი უერთდება აქციას „დარჩი სახლში“ და იწყებს ახალ ონლაინ–პროექტს სახელწოდებით „თეატრალური საკუჭნაო“, რაც სპექტაკლების ვირტუალურ სივრცეში ნახვას გულისხმობს.

პროექტი სიმბოლურად თეატრის საერთაშორისო დღეს – 27 მარტს დაწყება. დადგმები წარმოდგენილი იქნება თეატრის ოფიციალურ ვებ-გვერდსა და Facebook-გვერდზე.

ონლაინ-ჩვენებას გახსნის რეჟისორ ავთანდილ ვარსიმაშვილის „ოსტატი და მარგარიტა“ (ბულგაკოვის მიხედვით), რომელიც 2006-2007 წლების თეატრალური სეზონის სენსაცია გახდა.

„პრემიერა 2006 წლის 25 ნოემბერს შედგა. ორი საპრემიერო ჩვენება ტრიუმფალურად ჩატარდა გრიბოედოვის თეატრის სცენაზე. სპექტაკლი გრძელდებოდა 4 საათი, ორი ანტრაქტით. შემდეგ, წლების განმავლობაში რუსთაველის თეატრის სცენაზე გადიოდა სპექტაკლი სრული ანშლაგით“, – ნათქვამია თეატრის განცხადებაში.

სპექტაკლში იხილავთ მსახიობებს აპოლონ კუბლაშვილს, ნანა კალატოზიშვილს, ნიკო გომელაურს, დიმიტრი მერაბიშვილს, არჩილ ბარათაშვილს და სხვ.

აქციას „დარჩი სახლში“ უკვე შეუერთდნენ და ვირტუალურ მუშაობაზე გადაერთნენ საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, მოზარდ მაყურებელთა თეატრი, მუზეუმები და სხვ.

ახალი ქართული კინო: საქართველოში უფასო ონლაინ-სეანსები დაიწყო>>

ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 73 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 10 გამოჯანმრთელდა, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4 055 ადამიანი, ხოლო ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ – 252.

თემები:
საქართველო და კულტურა (853)

მთავარი თემები