15:24 04 აპრილი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4134
  • 100 RUB4.1072
  • USD3.1576
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო და კულტურა (767)
40 0 0

თბილისელებს და საქართველოს დედაქალაქის სტუმრებს ამ ზაფხულს ელის მუსიკალური ვარსკვლავთცვენა: მაყურებლის წინაშე წარდგებიან LP,  Polo and Pan, ასევე Apparat

თბილისი, 22 მარტი - Sputnik. ყოველწლიური მუსიკალური ფესტივალი Tbilisi Open Air 26-28 ივნისს გაიმართება, იუწყებიან ორგანიზატორები.

სვანურად ამღერებული უცხოელები და ბელგიის ციხეში ნამღერი „იავნანა“ >>

ფესტივალი Lisi Wonderland-ის ტერიტორიაზე გაიმართება და მისი სტუმრები იქნებიან როგორც ადგილობრივი არტისტები, ასე ცნობილი უცხოელი შემსრულებლები.

ასე, მსმენელის წინაშე წარდგებიან ამერიკელი მომღერალი ლაურა პერგოლიცი (LP), ამერიკული მუსიკალური პროექტი Polo and Pan, მუსიკოსი Apparat, ამერიკული ალტერნატიული როკ-ჯგუფი She Wants Revenge. საქართველოში ასევე ჩამოვა ბელარუსული ჯგუფი Molchat Doma, გერმანელი დიჯეი რობაგ ვრუმე და სხვ.

Tbilisi Open Air  თბილისში 2009 წლიდან იმართება და ის რეგიონში ღია ცის ქვეშ ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ფესტივალია. ამ ხნის მანძილზე მის სცენაზე უმღერიათ ისეთ ცნობილ მუსიკოსებს, როგორიცაა - ზემფირა, „დდტ“, Placebo, Beth Hart, Black Label Society, Tiger Lilies, Soap and Skin, Morcheeba, Tom Odell და სხვ.

თემები:
საქართველო და კულტურა (767)

მთავარი თემები