კანის ფესტივალი კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო

© photo: Sputnik / Ekaterina Chesnokova / გადასვლა მედიაბანკშიკანის ფესტივალი
კანის ფესტივალი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კანში ფესტივალი 12–23 მაისს უნდა ჩატარებულიყო. ამავე მიზეზით გადაიდო საერთაშორისო მუსიკალური კონკურსი „ევროვიზია 2020”.

თბილისი, 20 მარტი — Sputnik. კანის ფესტივალი კოროვირუსის პანდემიის გამო გადაიდო. ფესტივალის ორგანიზატორებმა შესაბამისი განცხადება ხუთშაბათს „ტვიტერზე“ გამოაქვეყნეს.

​მათი განცხადებით, განიხილება რამდენიმე ვარიანტი – როდის ჩატარდეს ფესტივალი, მათ შორისაა შესაძლებლობა, რომ ფესტივალი 2020 წლის ივნისის ბოლოს ან ივლისის დასაწყისში გაიმართოს.

„კანის კინოფესტივალი მხარდაჭერას უცხადებს მათ, ვინც მთელი მსოფლიოსთვის რთულ დროს ყველას თვითიზოლაციისკენ ან სოლიდარობისკენ მოუწოდებს“, — ნათქვამია განცხადებაში.

GPC - Sputnik საქართველო
GPC კორონავირუსის გამო დროებით უმუშევრებს დასაქმებას სთავაზობს

კანში ფესტივალი 12-23 მაისს უნდა ჩატარებულიყო. რამდენიმე დღის წინ ამავე მიზეზით გადაიდო საერთაშორისო მუსიკალური კონკურსი „ევროვიზია 2020”.

კანის კინოფესტივალი 1946 წლიდან ტარდება და მას შემდეგ არასდროს გადადებულა. ის მხოლოდ ერთადერთხელ გაუქმდა – 1968 წელს, როდესაც სტუდენტური აქციები ტარდებოდა, რასაც შეუერთდნენ ფრანგული ახალი ტალღის გამორჩეული წარმომადგენლები – ფრანსუა ტრიუფო, ჟან-ლიუკ გოდარი.

ბოლო მონაცემებით, საფრანგეთში კორონავირუსით თითქმის 11 ათასი ადამიანი დაინფიცირდა, 371 ადამიანი კი გარდაიცვალა.

ყველა ახალი ამბავი
0