ქარელის რაიონში ბაგრატიონ-დავითაშვილების კოშკი აღადგინეს

© photo : National Agency For Cultural Heritage Preservation Georgia / FBბაგრატიონ-დავითაშვილების კოშკი სოფელ ფცაში
ბაგრატიონ-დავითაშვილების კოშკი სოფელ ფცაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
რესტავრაციამდე საფორტიფიკაციო ნაგებობა თითქმის მთლიანად დანგრეული, ხოლო დარჩენილი ფრაგმენტები კრიტიკულ მდგომარეობაში იყო.

თბილისი, 9 მარტი — Sputnik. ქარელის რაიონის სოფელ ფცაში ბაგრატიონ-დავითაშვილების კოშკის აღდგენა დასრულდა, ნათქვამია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

რესტავრაციამდე საფორტიფიკაციო ნაგებობა თითქმის მთლიანად დანგრეული, ხოლო დარჩენილი ფრაგმენტები კრიტიკულ მდგომარეობაში იყო.

ნიკორწმინდის რესტავრაციას არქიტექტურული პრემიის სპეციალური ჯილდო გადაეცა>>

კოშკის აღდგენის ფარგლებში განხორციელდა სამუშაოები რამდენიმე მიმართულებით:

  • არქიტექტურულ ნაგებობაზე მოხდა გვიანდელი ღიობების ამოშენება ადგილობრივი რიყის ქვით კირის დუღაბზე
  • მოხდა ბზარების ინექტირება, მორყეული ქვების გადაწყობა კოშკის ზედა რიგებზე 20% ახალი მასალის დამატებით
  • აღდგა I და II გადამხურავი ჩანგრეული კამარა ქართული აგურით
  • პირველ სართულზე მოეწყო კირდუღაბის იატაკი, ხოლო მეორე სართულზე – ხის
  • მოეწყო მესამე სართულის გადამხურავი გუმბათის წყობა ქართული აგურით კირის დუღაბზე, ასევე მოეწყო ქარგილები, ამავე სართულზე მოიჭიმა კირდუღაბის იატაკი
  • მოეწყო 4 სალოდე მეორადი ქართული აგურით კირდუღაბზე
  • რესტავრირდა ბუხრები და სათოფურები
  • მოეწყო მეორე სართულზე ასასვლელი ხის კიბე და აივანი

სარესტავრაციო სამუშაოები განხორციელდა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ნებართვისა და ფონდი „ქართუს" დაფინანსებით.

საქართველოში ლეგენდებით მოცული ციხე აღადგინეს>>

სამსართულიანი ცილინდრული ათმეტრიანი კოშკი 1799-1800 წლებით თარიღდება. ის დგას სოფელ ფცის ცენტრში, მდინარე ფრონეს მარცხენა ნაპირზე. ნაგებია რიყის ქვითა და აგურით. პირველი სართული სამეურნეო დანიშნულებისა იყო, ხოლო მეორეს საცხოვრებელი და თავდაცვითი ფუნქცია ჰქონდა. აქვს ორი სარკმელი, ბუხარი და სათოფურები. კარის თავზე ჯვრის გამოსახულებაა. კოშკს ჰქონია ხის გადახურვა.

ყველა ახალი ამბავი
0