ნიკორწმინდის რესტავრაციას არქიტექტურული პრემიის სპეციალური ჯილდო გადაეცა

© ourtesy of Giorgi Kvirikashviliნიკორწმინდა
ნიკორწმინდა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნიკორწმინდის ტაძარს ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სატატუსი აქვს მინიჭებული. 2007 წლიდან ხუროთმოძღვრული ძეგლი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაშია შეტანილი

თბილისი, 18 დეკემბერი — Sputnik. ნიკორწმინდის კათედრალის რესტავრაციას, როგორც წლის გამორჩეულ სარეაბილიტაციო პროექტს, არქიტექტორთა ასოციაციის - „არქიტექტურული პრემია 2019" -ის სპეციალური ჯილდო გადაეცა, ნათქვამია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ნიკორწმინდის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის რესტავრაცია-რეაბილიტაციის პროექტი სააგენტოს დაფინანსებით 2017-2019 წლებში განხორციელდა.

გორთან წეროსხევის ტაძარი სრულად აღდგინეს>>

სააგენტოს ინფორმაციით, ეროვნული კატეგორიის მე-11 საუკუნის დროინდელ ხუროთმოძღვრულ ძეგლზე კომპლექსური სამუშაოები ჩატარდა. კერძოდ, გაიწმინდა კათედრალის ფასადები, ინექტირების მეთოდით კონსოლიდირდა ქვის ფრაგმენტირებული დეტალები, გამაგრდა ერთიანი სტრუქტურის დაძრული ელემენტები, რესტავრირდა ეკლესიის ხატები, სრული კონსერვაცია ჩაუტარდა კედლის მხატვრობას, განახლდა სახურავი, რომელიც სპილენძის საფარით გადაიხურა, ინტერიერსა და ექსტერიერზე მოეწყო სათანადო განათების სისტემები, რეაბილიტაციის პროცესში აღმოჩნდა და კონსერვირდა ადრეული რელიეფის უნიკალური ნაშთები, ეწყობა ტურისტული ინფრასტრუქტურა.

ნიკორწმინდა - Sputnik საქართველო
რა საიდუმლოს ინახავს ნიკორწმინდის კედლები

პროექტის განხორციელების პროცესში კონსულტანტის სახით ჩართული იყო რესტავრაციის კვლევის საერთაშორისო ცენტრის (ICCROM) ასოცირებული ექსპერტი სტეფანო ვოლტა. ასევე, პროექტში მონაწილებდნენ ლონდონის საკონსერვაციო სკოლის "CITY AND LONDON ART SCHOOL" -ის და თბილისის სახელწიფო სამხატვრო აკადემიის რესტავრაციის მიმართულების ლექტორები და სტუდენტები.

ნიკორწმინდის ტაძარს ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სატატუსი აქვს მინიჭებული. 2007 წლიდან ხუროთმოძღვრული ძეგლი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაშია შეტანილი.

ნიკორწმინდა რაჭის რეგიონში ერთადერთი ტაძარია, რომელიც საქართველოს ოქროს ხანაში, 1010-1014 წლებში, ბაგრატ III-ის მეფობის დროსა აგებული. კედლის მხატვრობა XVI—XVII საუკუნეებით თარიღდება. ტაძრის ფასადი ძალიან მდიდარია ჩუქურთმებით, ნიკორწმინდის დეკორი ულამაზესია ქართულ ეკლესიებს შორის.

ყველა ახალი ამბავი
0