03:53 02 ივნისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4626
  • 100 RUB4.4772
  • USD3.1172
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო და კულტურა (828)
46 0 0

გრიბოედოველები მოგილიოვის დრამატული თეატრის სცენაზე გამოვლენ ფორუმზე, რომელიც ბელარუსში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კულტურულ მოვლენად არის მიჩნეული.

თბილისი, 6 მარტი — Sputnik. გრიბოედოვის სახელობის თბილისის რუსული სახელმწიფო დრამატული თეატრის სპექტაკლი „შინელი" 21 მარტს გახსნის ბელარუსში XV საერთაშორისო თეატრალურ ფორუმს М@rt.Контакт, აცნობეს „Sputnik-საქართველოს" თეატრში. სპექტაკლი მოგილიოვის დრამატული თეატრის სცენაზე იქნება წარმოდგენილი.

გრიბოედოვის თეატრი „შეშლილის წერილებს“ დგამს>>

„შინელი" ნიკოლაი გოგოლის ერთ-ერთი მოთხრობაა, რომელიც „პატარა ადამიანს" ეძღვნება. ნაწარმოები შესულია რუსული ლიტერატურის ისტორიაში როგორც სოციალური თანასწორობისა და ადამიანის უფლებების განუყოფელი მანიფესტი.

თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის ავთანდილ ვარსიმაშვილის მიერ დადგმულმა „შინელმა" ახალი სიცოცხლე შეიძინა თბილისის გრიბოედოვის სახელობის რუსული თეატრის სცენაზე.

სპექტაკლში აკაკი აკაკის ძე ბაშმაჩკინის როლს აპოლონ კუბლაშვილი ასრულებს. დადგმის სცენოგრაფია საქართველოს სახალხო მხატვარ მირიან შველიძეს, ქორეოგრაფია კი გია მარღანიას ეკუთვნის.

დადგმამ დიდი წარმატებით მიიღო მონაწილეობა საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალებში სანქტ-პეტერბურგსა და ლვოვში.

თეატრალური ფორუმი ბელარუსში 2006 წლიდან იმართება. 2020 წელს ფორუმი М.@rt.контакт თავის 15 წლის იუბილეს ზეიმობს. ფესტივალზე ამ წლებში წარმოდგენილი იყო 22 ქვეყნის 237 სპექტაკლი.

თემები:
საქართველო და კულტურა (828)

მთავარი თემები