12:05 06 აპრილი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4134
  • 100 RUB4.1072
  • USD3.1576
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
ქართველი დიზაინერები მსოფლიო ასპარეზზე (47)
46 0 0

შაღაშვილი ოსტატურად უთავსებს ერთმანეთს ეროვნულ და თანამედროვე სტილს და ეს მას განსაკუთრებულ ხელწერას ანიჭებს

თბილისი, 21 თებერვალი — Sputnik. პოპულარული ქართველი დიზაინერი გიორგი შაღაშვილი მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო მოდის გამოფენაში (Collection Premiere Moscow - СРМ), რომელიც რუსეთის დედაქალაქში 24-27 თებერვალს გაიმართება.

კლასიკა და ლუქსი: მადრიდში პოპულარული ქართველი დიზაინერის ჩვენება გაიმართა >>

გამოფენა СРМ მოსკოვში - აღმოსავლეთ ევროპაში უმსხვილესი საერთაშორისო მოდის გამოფენაა. ბაიერებს გამოფენაზე შეუძლიათ მიიღონ ინფორმაცია მოდის უახლეს ტენდენციებზე და მრავალრიცხოვან საერთაშორისო ბრენდებს მომდევნო სეზონის კოლექციები შეუკვეთონ.

Дизайнер Георгий Шагашвили. Неделя моды Mercedes Benz Fashion Week
© Sputnik / Alexander Imedashvili
დიზაინერი გიორგი შაღაშვილი. Mercedes Benz Fashion Week

გიორგი შაღაშვილი თავის „კაფსულებიან“ კოლექციას გამოფენის გახსნაზე 24 თებერვალს 12:00 საათზე წარადგენს. სადემონსტრაციო ჩვენებები ასევე 25 და 26 თებერვალს, 15:30 საათზე გაიმართება.

შაღაშვილი ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ქართველ დიზაინერად ითვლება. მისი კოლექციები ბრწყინავს მსოფლიო პოდიუმებზე და Vogue-ს გვერდებზე.

Тбилисская Неделя моды. Георгий Шагашвили
© photo: Sputnik / Levan Avlabreli
თბილისის მოდის კვირეული. გიორგი შაღაშვილი

შაღაშვილი ცნობილია შავი ფერისადმი სიყვარულით, თუმცა ზოგჯერ მას კაშკაშა ტონებით აზავებს. ადრე ოსტატურად იყენებდა თავის კოლექციებში აფრიკულ და ინდურ ელემენტებს, და ამან დიდი წარმატებაც მოუტანა. შაღაშვილი ოსტატურად უთავსებს ერთმანეთს ეროვნულ და თანამედროვე სტილს და ეს მას განსაკუთრებულ ხელწერას ანიჭებს.

Тбилисская Неделя моды. Георгий Шагашвили
© photo: Sputnik / Levan Avlabreli
თბილისის მოდის კვირეული. გიორგი შაღაშვილი

გიორგი შაღაშვილი ბევრს მოგზაურობს. დიზაინერი ცხოვრობდა ბევრ ქვეყანაში, რომელმაც, მათ შორის აფრიკამ ის ახალი კოლექციების შექმნაზე შთააგონა.

აღსანიშნავია, რომ დიზაინერი აფრიკაში არა შთაგონების წყაროს საძებნელად, არამედ ორგანიზმში D ვიტამინის უკმარისობის გამო წავიდა. ჯანმრთელობის პრობლემები დაეწყო დანიაში, სადაც ის დანიელ მეუღლესთან და სამ შვილთან ერთად 4,5 წლის განმავლობაში ცხოვრობდა.

თემები:
ქართველი დიზაინერები მსოფლიო ასპარეზზე (47)

მთავარი თემები