დიზაინერი გიორგი შაღაშვილი თავის კოლექციას მოსკოვში წარადგენს

© photo: Sputnik / Levan Avlabreliთბილისის მოდის კვირეული. გიორგი შაღაშვილი
თბილისის მოდის კვირეული. გიორგი შაღაშვილი

 - Sputnik საქართველო
გამოწერა
შაღაშვილი ოსტატურად უთავსებს ერთმანეთს ეროვნულ და თანამედროვე სტილს და ეს მას განსაკუთრებულ ხელწერას ანიჭებს

თბილისი, 21 თებერვალი — Sputnik. პოპულარული ქართველი დიზაინერი გიორგი შაღაშვილი მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო მოდის გამოფენაში (Collection Premiere Moscow - СРМ), რომელიც რუსეთის დედაქალაქში 24-27 თებერვალს გაიმართება.

კლასიკა და ლუქსი: მადრიდში პოპულარული ქართველი დიზაინერის ჩვენება გაიმართა >>

გამოფენა СРМ მოსკოვში - აღმოსავლეთ ევროპაში უმსხვილესი საერთაშორისო მოდის გამოფენაა. ბაიერებს გამოფენაზე შეუძლიათ მიიღონ ინფორმაცია მოდის უახლეს ტენდენციებზე და მრავალრიცხოვან საერთაშორისო ბრენდებს მომდევნო სეზონის კოლექციები შეუკვეთონ.

© Sputnik / Alexander Imedashviliდიზაინერი გიორგი შაღაშვილი. Mercedes Benz Fashion Week
დიზაინერი გიორგი შაღაშვილი თავის კოლექციას მოსკოვში წარადგენს - Sputnik საქართველო
დიზაინერი გიორგი შაღაშვილი. Mercedes Benz Fashion Week

გიორგი შაღაშვილი თავის „კაფსულებიან“ კოლექციას გამოფენის გახსნაზე 24 თებერვალს 12:00 საათზე წარადგენს. სადემონსტრაციო ჩვენებები ასევე 25 და 26 თებერვალს, 15:30 საათზე გაიმართება.

შაღაშვილი ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ქართველ დიზაინერად ითვლება. მისი კოლექციები ბრწყინავს მსოფლიო პოდიუმებზე და Vogue-ს გვერდებზე.

© photo: Sputnik / Levan Avlabreliთბილისის მოდის კვირეული. გიორგი შაღაშვილი
დიზაინერი გიორგი შაღაშვილი თავის კოლექციას მოსკოვში წარადგენს - Sputnik საქართველო
თბილისის მოდის კვირეული. გიორგი შაღაშვილი

შაღაშვილი ცნობილია შავი ფერისადმი სიყვარულით, თუმცა ზოგჯერ მას კაშკაშა ტონებით აზავებს. ადრე ოსტატურად იყენებდა თავის კოლექციებში აფრიკულ და ინდურ ელემენტებს, და ამან დიდი წარმატებაც მოუტანა. შაღაშვილი ოსტატურად უთავსებს ერთმანეთს ეროვნულ და თანამედროვე სტილს და ეს მას განსაკუთრებულ ხელწერას ანიჭებს.

© photo: Sputnik / Levan Avlabreliთბილისის მოდის კვირეული. გიორგი შაღაშვილი
დიზაინერი გიორგი შაღაშვილი თავის კოლექციას მოსკოვში წარადგენს - Sputnik საქართველო
თბილისის მოდის კვირეული. გიორგი შაღაშვილი

გიორგი შაღაშვილი ბევრს მოგზაურობს. დიზაინერი ცხოვრობდა ბევრ ქვეყანაში, რომელმაც, მათ შორის აფრიკამ ის ახალი კოლექციების შექმნაზე შთააგონა.

აღსანიშნავია, რომ დიზაინერი აფრიკაში არა შთაგონების წყაროს საძებნელად, არამედ ორგანიზმში D ვიტამინის უკმარისობის გამო წავიდა. ჯანმრთელობის პრობლემები დაეწყო დანიაში, სადაც ის დანიელ მეუღლესთან და სამ შვილთან ერთად 4,5 წლის განმავლობაში ცხოვრობდა.

ყველა ახალი ამბავი
0