„როგორც ბეთჰოვენი" - გერმანიაში ხატია ბუნიათიშვილი დიდ კომპოზიტორს შეადარეს

© courtesy of Khatia Buniatishviliხატია ბუნიათიშვილი
ხატია ბუნიათიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვირტუოზი პიანისტი 2020 წლის მაისში ნიუ-იორკში კარნეგი-ჰოლის სცენაზე გამოვა. ხატია შუბერტის, ლისტისა და სტრავინსკის ნაწარმოებებს შეასრულებს

თბილისი, 19 თებერვალი — Sputnik. მსოფლიოში ცნობილი ქართველი პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი გერმანული გამოცემის Stuttgarter-nachrichten ყურადღების ცენტრში მოხვდა. გამოცემამ პიანისტს მიუძღვნა მთელი სტატია სათაურით „პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი: ვუნდერკინდი, როგორც ბეთჰოვენი" - მასალა მოიცავს პიანისტის წარმატებებსა და გერმანიაში გამართულ კონცერტებს.

„როგორც ლუდვიგ ვან ბეთჰოვენს, რომელმაც პირველი კონცერტი ექვსი წლისამ გამართა, ხატია ბუნიათიშვილსაც ბავშვობიდან ვუნდერკინდს უწოდებდნენ. მაგრამ თავად არ უყვარს, როცა ასე უწოდებენ, თუმცა, პირველი კონცერტი მან თბილისის კამერულ ორკესტრთან ერთად სწორედ ექვსი წლისამ გამართა და კონცერტებს საზღვარგარეთ უკვე ათი წლიდან ატარებდა", - წერს გამოცემა.

ბეთჰოვენს ყოველთვის თავის თავში დარწმუნებულ და ქარიზმატულ მუსიკოსად მიიჩნევდნენ, აღნიშნავს Stuttgarter-nachrichten. სტატიის ავტორის აზრით, ხატია ბუნიათიშვილს სწორედ ეს თვისებები გააჩნია, ამიტომ დიდ კომპოზიტორთან მსგავსება გარდაუვალია.

ხატია ბუნიათიშვილი - Sputnik საქართველო
ხატია ბუნიათიშვილმა შვეიცარიაში ფურორი მოახდინა

ავტორი წერს, რომ ამჟამად ბუნიათიშვილი პარიზში ცხოვრობს, არის საქართველოსა და საფრანგეთის მოქალაქე. ის ორჯერ გახდა ერთ-ერთი პრესტიჟული ჯილდოს Echo Klassik ლაურეატი - 2012 წელს ფერენც ლისტის ალბომისთვის და 2016 წელს თავისი ალბომი „კალეიდოსკოპისთვის", რომელშიც შევიდა მუსორგსკის, რაველისა და სტრავინსკის ნაწარმოებები.

ბუნიათიშვილმა სხვადასხვა ქვეყნის მრავალი სცენა დაიპყრო. ახლა კი მას ერთ-ერთი მთავარი კონცერტი ელოდება - კარნეგი ჰოლის სცენა ნიუ-იორკში. პიანისტის კონცერტი 2020 წლის 21 მაისს არის დაგეგმილი. პიანისტი შეასრულებს შუბერტის, ლისტისა და სტრავინსკის ნაწამროებებს.

ხატია ბუნიათიშვილი დაიბადა თბილისში 1987 წელს. ფორტეპიანოზე დაკვრა უფროს და გვანცასთან ერთად სამი წლის ასაკიდან დედის ხელმძღვანელობით დაიწყო. ექვსი წლის იყო, როდესაც თბილისში მისი პირველი კონცერტი გაიმართა კამერული ორკესტრის თანხლებით.

© courtesy of Khatia Buniatishviliხატია ბუნიათიშვილი
„როგორც ბეთჰოვენი - გერმანიაში ხატია ბუნიათიშვილი დიდ კომპოზიტორს შეადარეს - Sputnik საქართველო
ხატია ბუნიათიშვილი

კონსერვატორიის სტუდენტობისას, 2003 წელს ხატიამ კიევში ვლადიმირ გოროვიცის სახელობის ახალგაზრდა პიანისტთა საერთაშორისო კონკურსზე სპეციალური პრიზი, ხოლო ახალგაზრდა ქართველი მუსიკოსების მხარდასაჭერად გამართულ კონკურსზე პირველი პრიზი მიიღო. ბუნიათიშვილი ასევე Borletti-BuitoniTrustAward (2010) პრემიის ლაურეატია და EchoKlassikAwards-ზე (2012) „წლის საუკეთესო ახალბედას" წოდება მიიღო.

ყველა ახალი ამბავი
0