თბილისში ჰოლოგრამების პირველი მუზეუმი გაიხსნება

© photo: Sputnik / Alexey Kudenko / გადასვლა მედიაბანკშიგამოფენა
გამოფენა - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისელები და დედაქალაქის სტუმრები მსოფლიოში ცნობილი მხატვრების ნამუშევრების ციფრული ასლების ნახვას შეძლებენ.

თბილისი, 13 თებერვალი — Sputnik. უკვე შემდეგ კვირაში თბილისში ჰოლოგრამების პირველი მუზეუმი Holoseum გაიხსნება, აცნობეს „Sputnik-საქართველოს" მუზეუმის ადმინისტრაციაში.

თბილისის მუზეუმმა ბრიტანელი მხატვრის ნახატი შეიძინა>>

მუზეუმი ძველ თბილისში, ბეთლემის 10 ნომერში განთავსდება. აქ შესაძლებელი იქნება მსოფლიო ხელოვნების შედევრების ჰოლოგრაფიული ასლების ხილვა.

„მუზეუმში შესვლისას მოგზაურობა ნიკო ფიროსმანის ნამუშევრიდან დაიწყება. შემდეგ კიდევ სამი მხატვრის. მათი ვინაობა ჯერჯერობით საიდუმლოდ დარჩეს. სამ თვეში ერთხელ თითო-თითო ექსპონატს დავამატებთ", – განაცხადეს მუზეუმის ადმინისტრაციაში.

ჰოლოგრამების მუზეუმი „საქართველოს ბანკისა" და Solo-ს კლიენტების საბანკო მომსახურების პერსონალური სისტემის ერთობლივი პროექტია. ბილეთები 25 თებერვლიდან გაიყიდება, ხოლო Solo-ს კლიენტებისთვის – 18 თებერვლიდან.

ყველა ახალი ამბავი
0