თბილისის მუზეუმმა ბრიტანელი მხატვრის ნახატი შეიძინა

© photo: Jabraili Sasaxlidan / FBთომას უეინვრაითის ნამუშევარი
თომას უეინვრაითის ნამუშევარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბოლო ორი წლის განმავლობაში ხელოვნების სასახლის კოლექცია მსოფლიო ხელოვნების ძვირფასი და საინტერესო არაერთი შედევრით შეივსო.

თბილისი, 6 თებერვალი — Sputnik. თბილისის ხელოვნების სასახლემ ინგლისელი მხატვრის თომას უეინრაითის (Thomas Wainewright) ნახატი შეიძინა – ეს არის იშვიათი ტილო, პეიზაჟი „ხედი წყლის პირას“, ამის შესახებ მუზეუმის დირექტორმა გიორგი კალანდიამ საკუთარ Facebook-გვერდზე დაწერა. 

თემო ხარაბაძე - Sputnik საქართველო
რენესანსის ხანის შედევრების საოცარი თანამედროვე ვერსიები მხატვრის შემოქმედებაში

მხატვრის სახელს უკავშირდება არაერთი სკანდალური ისტორია: ეჭვმიტანილი იყო ცოლისა და კიდევ რამდენიმე ახლობელი ადამიანის მკვლელობაში. მან მრავალი წელი გაატარა საპატიმროში.

თომას უეინრაითი რიჩმონდში (ლონდონი, ინგლისი) მდიდარი ლიტერატურული მემკვიდრეობის მქონე ოჯახში 1794 წლის ოქტომბერში დაიბადა. იგი მალე დაობლდა. დედა მშობიარობას გადაყვა, მალე კი მამაც გარდაიცვალა. ბავშვის აღზრდა ბაბუამ, დედის მამამ იტვირთა.

თომას უეინრაითი ინგლისური გაზეთებისთვის წერდა და ბევრს ხატავდა. მისი ბევრი ნამუშევარი გამოფენილია სახელმწიფო მუზეუმებში, ასევე ინახება კერძო კოლექციებში. მხატვარი აპოპლექსიკური შეტევით ჰობარტის საავადმყოფოში 1847 წლის 17 აგვისტოს გარდაიცვალა. მისი საფლავი უცნობია.

„არ ვიცი საქართველოში არის თუ არა კიდევ სხვა მუზეუმი, რომელსაც პრესტიჟულ საერთაშორისო სახელოვნებო აუქციონებზე ძვირფასი ნიმუშის შეძენა შეუძლია, როგორც ამას მსოფლიოს სხვა დიდი სიძველეთსაცავები აკეთებენ. ძალიან საამაყოა და თავისებური ადრენალინია, როცა შეგიძლია ლუვრთან, ერმიტაჟთან, დრეზდენის გალერეასთან ან სულაც მეტროპოლიტენთან ერთად ივაჭრო და ევროპის წამყვანი კერძო გალერეებიდან შენი ქვეყნის ეროვნული საგანძურის შესავსებად ძვირფასი ნამუშევარი წამოიღო!“ – დაწერა კალანდიამ.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, „ადრე ყველაფერი პირიქით იყო“ და მსოფლიოს წამყვან მუზეუმებს საკუთარი კოლექციების შესავსებად საქართველოდან გაჰქონდათ განძი.

გიორგი კალანდიამ ნახატის შეძენაში დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდს (Bezhuashvili Education Fond), ასევე პირადად მანანა მანჯგალაძეს და ნათია ბანძელაძეს.

აღსანიშნავია, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში ხელოვნების სასახლის კოლექცია მსოფლიო ხელოვნების ძვირფასი და საინტერესო არაერთი შედევრით შეივსო.

ყველა ახალი ამბავი
0