მიხაი ზიჩის სახელობის ილუსტრატორების კონკურსი ახალ ტალანტებს ეძებს

© photo: courtesy of Besik Pipiaმიხაი ზიჩის ძეგლი თბილისში
მიხაი ზიჩის ძეგლი თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
მიხაი ზიჩი გარკვეული პერიოდი საქართველოში ცხოვრობდა და ქართულ სახვით ხელოვნებაში მნიშვნელოვანი კვალიც დატოვა. მან შექმნა ილუსტრაციები რუსთაველის „ვეფხისტყაოსნისთვის“. მისი ნამუშევრები საქართველოს მუზეუმებსა და კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრშია დაცული.

თბილისი, 3 თებერვალი – Sputnik. გამოჩენილი უნგრელი ფერმწერის მიხაი ზიჩის სახელობის ყოველწლიური კონკურსი მზადაა ახალი ტალანტების აღმოსაჩენად – ახალგაზრდა ილუსტრატორებმა უნდა შექმნან ნაშრომები სულხან-საბა ორბელიანის „სიბრძნე სიცრუისას“ იგავ-არაკების მოტივებზე. 

ბაბო შარვაშიძე, გიორგი შარვაშიძე და ელო ანდრეევსკაია-შარვაშიძე - Sputnik საქართველო
მიხაი ზიჩის ტარიელის პროტოტიპი - აფხაზეთის დიდი მთავარი გიორგი შარვაშიძე

ზიჩის პრემიის მიზანია უნგრეთსა და საქართველოს შორის კულტურული კავშირების გაღრმავება და ორივე ქვეყნის თანამედროვე მხატვართა წახალისება.

კონკურსი საქართველოში უნგრეთის საელჩოს და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება. კონკურსის მთავარი პრიზი საერთაშორისო არტბანაკში სამკვირიანი საგზურია.

18-დან 25 წლამდე ასაკის ახალგაზრდა ხელოვანებმა თავიანთი საკონკურსო ნამუშევრები 2020 წლის 31 მარტამდე უნდა ჩააბარონ. გამარჯვებული აპრილში გამოვლინდება. კონკურსის დეტალების ნახვა შესაძლებელია ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

რაც შეეხება კონკურსანტების დავალებას, წიგნი „სიბრძნე სიცრუისა“ არის სულხან-საბა ორბელიანის პირველი ლიტერატურული ნაწარმოები, რომელიც დაწერილია XVII საუკუნის 80-იან წლებში.

რით არის ცნობილი მიხაი ზიჩი

მიხაი ზიჩი უნგრეთში დაიბადა 1827 წელს, იქვე დაამთავრა უნივერსიტეტი, სწავლობდა ვენის სამხატვრო აკადემიაში. 1847 წელს მხატვარი რუსეთში მიიწვიეს, რათა საიმპერატორო კარზე ხატვის გაკვეთილები ჩაეტარებინა. ზიჩი სამეფო კარის მხატვარი იყო რუსეთის ბოლო ოთხი იმპერატორის დროს და ფლობდა „მისი საიმპერატორო უდიდებულესობის მხატვრის“ წოდებას. 

თემო ხარაბაძე - Sputnik საქართველო
რენესანსის ხანის შედევრების საოცარი თანამედროვე ვერსიები მხატვრის შემოქმედებაში

თბილისში მიხაი ზიჩი 1881 წელს ჩამოვიდა. ვიდრე მუშაობას შეუდგებოდა, მხატვარმა ჯერ საქართველოში იმოგზაურა, გაეცნო ბუნებას, ისტორიულ ძეგლებს, ქართველი ხალხის ყოფასა და ტრადიციებს, შეისწავლა მისი კულტურა. „ვეფხისტყაოსნისთვის“ პროტოტიპების შესარჩევად თბილისისა და ქუთაისის თეატრებში აცოცხლებდა სცენებს რუსთაველის პოემის ცალკეული ეპიზოდების მიხედვით.

„ვეფხისტყაოსნის“ ილუსტრაციები ზიჩიმ პოემის გამომცემლებს მიართვა წარწერით – „ნიშნად ჩემი სიმპათიისა და გულითადი ერთგულებისა ქართველი ხალხისადმი. ზიჩი“. მხატვრის წყალობით პოემა უნგრულად ითარგმნა.

ძველი თბილისის ერთ-ერთი ქუჩა მიხაი ზიჩის სახელს ატარებს. დედაქალაქში გამოჩენილი უნგრელი მხატვრის ქანდაკებაც დგას, რომელიც შექმნილია მისი თანამემამულე შანდორ კიშის მიერ. 

ყველა ახალი ამბავი
0