საქართველო „ევროვიზია 2020"-ის მეორე ნახევარფინალში გამოვა

© photo: Georgian Idol / FBთორნიკე ყიფიანი
თორნიკე ყიფიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სიმღერის კონკურსში „ევროვიზია 2020" მონაწილეობის მისაღებად როტერდამში 41 ქვეყნის წარმომადგენელი მოიყრის თავს.

თბილისი, 29 იანვარი — Sputnik. საქართველო სიმღერის კონკურსის მეორე ნახევარფინალში გამოვა – ამის შესახებ ცნობილი გახდა სამშაბათს როტერდამში გამართული კენჭისყრის შემდეგ, ნათქვამია „ევროვიზიის" ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

თორნიკე ყიფიანი - Sputnik საქართველო
ყიფიანის ევოლუცია, ანუ „ევროვიზია-2020-ზე“ საქართველოს წარმომადგენლის 5 საუკეთესო სიმღერა

ქართველი კონკურსანტის რიგითობის ნომერს მეორე ნახევარფინალში (14 მაისს) პროდიუსერები მაშინ გამოაცხადებენ, როდესაც ყველა სიმღერა იქნება ცნობილი.

პირველ ნახევარფინალში (12 მაისს) სცენაზე წარდგებიან რუსეთის, ბელარუსის, უკრაინის, აზერბაიჯანის, ისრაელის, კვიპროსის, ლიეტუვის, რუმინეთის, მალტის, ჩრდილოეთ მაკედონიის, ხორვატიის, სლოვენიის, ბელგიის, ირლანდიის, ნორვეგიის, ავსტრალიისა და შვედეთის წარმომადგენლები.

მეორე ნაწილში კი საქართველოს გარდა საკუთარ ნომრებს შეასრულებენ ავსტრიის, მოლდოვას, სან-მარინოს, სერბეთის, ისლანდიის, ჩეხეთის, საბერძნეთის, ესტონეთის, დანიის, ბულგარეთის, შვეიცარიის, ფინეთის, სომხეთის, ლატვიის, პორტუგალიის და ალბანეთის წარმომადგენლები.

სულ კონკურსში 41 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას.

„ევროვიზია 2020" ნიდერლანდების სამეფოში, ქალაქ როტერდამში გაიმართება. კონკურსის გამართვის უფლება ნიდერლანდებმა 2019 წელს თელ-ავივში გამართულ კონკურსზე დუნკან ლოურენსის (სიმღერა Arcade) გამარჯვების შემდეგ მოიპოვა.

ვინ წარადგენს საქართველოს?

„ევროვიზია 2020"-ზე საქართველოს თორნიკე ყიფიანი წარადგენს – სწორედ ის გახდა მუსიკალური პროექტი „საქართველოს ვარსკვლავის" გამარჯვებული. კონკურსის წესების თანახმად, სწორედ ამ პროექტის გამარჯვებული წარადგენს საქართველოს „ევროვიზიაზე".

ყიფიანი ქართველი მსმენელისთვის უკვე საკმაოდ ცნობილია და მისთვის ეს გამარჯვება პირველი არაა. 2016 წელს მან გაიმარჯვა პროექტში X-Factor. ამ პროექტის შემდეგ ის განსაკუთრებით შეუყვარდა ქართველ მაყურებელს. „საქართველოს ვარსკვლავის" მიმდინარეობისას ის პრაქტიკულად ყველა ეტაპის ვარსკვლავი იყო.

თორნიკე პროფესიით არქიტექტორია. ბავშვობაში ვიოლინოზე უკრავდა, შემდეგ კი გიტარამ და სიმღერამ გაიტაცა.

ყველა ახალი ამბავი
0