მაშინ ახალგაზრდამ გადაწყვიტა მონაწილეობის მიღება მუსიკალურ პროექტ „X-ფაქტორში“, რომელიც ტელეარხ „რუსთავი 2-ზე“ გადიოდა. არც შემცდარა. თორნიკეს თაყვანისმცემელთა და გულშემატკივართა რაოდენობა ტურიდან ტურამდე იზრდებოდა. ყოველი კენჭისყრის შემდეგ მეტოქეებთან მისი უპირატესობა სულ უფრო შესამჩნევი იყო. შედეგად, სწორედ თორნიკე ყიფიანი გახდა პროექტის გამარჯვებული. მენტორებმა მას „X-ფაქტორის ბრილიანტიც“ კი შეარქვეს. პროფესიით კი თორნიკე არქიტექტორია.
ცნობილია, ვინ წარადგენს საქართველოს „ევროვიზია 2020"–ზე >>
ხუთი წლის შემდეგ ყიფიანმა გადაწყვიტა, ძალები კიდევ ერთ მუსიკალურ პროექტში - „საქართველოს ვარსკვლავში“ - მოესინჯა. თორნიკემ ამ შოუშიც გაიმარჯვა. ახლა იგი საქართველოს „ევროვიზია 2020-ზე“ წარადგენს. კონკურსი ნიდერლანდებში მაისში გაიმართება.
გთავაზობთ თორნიკეს შესრულებულ 5 საუკეთესო სიმღერას. აღსანიშნავია, რომ ბევრი ქართველი მუსიკოსი ვერ დაიკვეხნის იმით, რომ Youtube-ზე მისი კლიპები სამ მილიონ ნახვას აგროვებენ.
არანაკლები ოსტატობით ასრულებს თორნიკე ქართველი ავტორების სიმღერებს. თითქოს წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება შეასრულო ირაკლი ჩარკვიანის კომპოზიცია „მენატრები“ ავტორზე უკეთ, მაგრამ თორნიკემ ეს თავისებურად გააკეთა, თანაც ისე, რომ მის შესრულებას მეორე დღეს ყველა და ყველგან იხილავდა.
ასეთივე ორიგინალობით გამოირჩევა თორნიკეს მიერ შესრულებული „აჰ, ტურფავ, ტურფავ“.
სიმღერამ Love, Hate, Love Alice In Chains თორნიკე ყიფიანს „ევროვიზია 2020-ის“ საგზური მოუტანა.
გარდა იმისა, რომ თორნიკე ყიფიანი კარგად მღერის, ის არანაკლებ ოსტატურად უკრავს გიტარაზე და აკომპანირებას უწევს ესტრადის სხვა ქართველ ვარსკვლავებს. მაგალითის სახით მოვიყვანთ ნათია თოდუასთან (The Voice of Germany შოუს გამარჯვებულთან) ერთად შესრულებულ დუეტს.
საინტერესოა, რომ ინტერვიუში მუსიკოსი ხშირად აღნიშნავს, რომ ძალიან თვითკრიტიკულია და იშვიათადაა კმაყოფილი თავისი გამოსვლებით. ასეთი დამოკიდებულების შედეგი ნათელია: საქართველოს ორ ყველაზე რეიტინგულ მუსიკალურ შოუში გამარჯვება. წინ კი ნიდერლანდებია.