Netflix-ზე ქართული დრამა 50 საუკეთესო ფილმის ნუსხაში შევიდა

© photo: "My happy family" / FBია შუღლიაშვილი ფილმში „ჩემი ბედნიერი ოჯახი"
ია შუღლიაშვილი ფილმში „ჩემი ბედნიერი ოჯახი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაზეთ New York Times-ის წამყვანმა კინოკრიტიკოსმა ფილმი შეაქო და მას „სარდონიულად სასაცილო და ამაღელვებელი" უწოდა.

თბილისი, 27 იანვარი — Sputnik. ამერიკულმა გამოცემა New York Times-მა Netflix-ის ვებ-გვერდზე არსებული ფილმებიდან 50 საუკეთესო ფილმი შეარჩია, რომელთა შორის აღმოჩნდა რეჟისორების ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის ქართული დრამა „ჩემი ბედნიერი ოჯახი".

New York Times-მა გადაწყვიტა, დაეხმაროს მაყურებელს, რომელიც კარგ კინოსურათს ეძებს და ამერიკულ ვებ-გვერდზე Netflix საუკეთესო ფილმების თავისებური „ნავიგატორი" გამოაქვეყნა. 50 კინოსურათს შორის სრულიად განსხვავებული ფილმებია – როგორც კინემატოგრაფიის სიახლეები, ისე კლასიკა.

გადაღებებზე - Sputnik საქართველო
ქართულ ფილმებს ბრიუსელში კინოფესტივალზე აჩვენებენ

New York Times-მა თითოეულ ფილმს მოკლე აღწერა დაურთო, რათა მაყურებელს წარმოდგენა შეექმნას ამა თუ იმ კინოსურათზე.

„52 წლის ქართველი ქალი შოკში აგდებს თავის ოჯახს, როდესაც გადაწყვეტს დატოვოს ვიწრო ბინა, სადაც ცხოვრობს ქმართან, შვილებთან და მშობლებთან ერთად, რათა საკუთარი ცხოვრება დაიწყოს. „არ არსებობს ოჯახი პრობლემების გარეშე", – ამბობს ის და ნანა ექვთიმიშვილის (რომელიც ფილმს იღებდა სიმონ გროსთან ერთად) სცენარი მწვავედ გვახსენებს, რომ კულტურული თავისებურებანი შეიძლება განსხვავდებოდეს, მაგრამ დანაშაულის გრძნობა ოჯახის წევრების მიმართ და პასიური აგრესია ყველასთვის გასაგებია მიუხედავად იმისა, თუ რა ენაზე საუბრობს ის", – ნათქვამია ქართული ფილმის რეცენზიაში.

© FB / My-Happy-Familyკადრი ფილმიდან „ჩემი ბედნიერი ოჯახი"
Netflix-ზე ქართული დრამა 50 საუკეთესო ფილმის ნუსხაში შევიდა - Sputnik საქართველო
კადრი ფილმიდან „ჩემი ბედნიერი ოჯახი"

სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ გაზეთ The New York Times-ის წამყვანმა კინოკრიტიკოსმა მანოლა დარგისმა ფილმი შეაქო და მას "სარდონიულად სასაცილო და ამაღელვებელი" უწოდა.

კადრი ფილმიდან „ჩემი ბედნიერი ოჯახი“ - Sputnik საქართველო
„საუკეთესო ფილმები 2017, რომლებიც არ გინახავთ“ - ქართული ფილმი ტოპ-ხუთეულშია

დრამამ „ჩემი ბედნიერი ოჯახი" საზღვარგარეთ დიდი აღიარება მოიპოვა. ის უკვე შევიდა საუკეთესო ფილმების რეიტინგში. მაგალითად, 2018 წელს ფილმი პირველ ხუთეულში მოხვდა ამერიკული კინომცოდნეობის ვებ-გვერდის The Playlist რეიტინგში „2017 წლის საუკეთესო ფილმები, რომლებიც არ გინახავთ". ასევე 2017 წელს ნიუ-იორკის ცნობილმა ყოველკვირეულმა The Village Voice ქართულ ფილმს წლის ერთ-ერთი საუკეთესო ფილმი უწოდა.

საქართველოსა და გერმანიის თანამშრომლობით გადაღებულ ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ ია შუღლიაშვილი და მერაბ ნინიძე. ფილმის პრემიერა 2017 წლის 22 იანვარს გაიმართა საერთაშორისო კინოფესტივალ „სანდენსის" ფარგლებში, სადაც კინოსურათმა კრიტიკოსების მაღალი შეფასება დაიმსახურა. მას შემდეგ ქართული დრამა არაერთი საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზიორი გახდა. ფილმის გავრცელების უფლება მსოფლიოში უმსხვილესმა ინტერნეტ-ტელევიზიის ქსელმა Netflix-მა მოიპოვა.

ყველა ახალი ამბავი
0