21:54 24 თებერვალი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0571
  • 100 RUB4.3980
  • USD2.8299
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო და კულტურა (733)
62 0 0

ქორეოგრაფიული პროგრამა „ქართული ცეცხლი“ კაშკაშა შოუა, რომელიც მაყურებელს თვითმყოფად ქართულ კულტურაში ჩაძირავს

თბილისი, 25 იანვარი — Sputnik. საქართველოს „სამეფო ნაციონალური ბალეტი" კვიპროსზე უნიკალურ საცეკვაო შოუს Fire of Georgia („ქართული ცეცხლი“).

ნინო ანანიაშვილი „მაკნატუნას" ახალ ვერსიაზე მუშაობს >>

აღსანიშნავია, რომ ეს ანსამბლის პირველი გასტროლია კვიპროსზე. კონცერტი თეატრ „პატიხიოს“ (Pattihio) სცენაზე 22 მარტს გაიმართება.

„სანახაობრივი პროგრამა, კავკასიური რითმები, შესანიშნავი ტექნიკა და ქართული ცეკვის შეუდარებელი ენერგია“, - წერენ საღამოს ორგანიზატორები Facebook-გვერდზე.

ქორეოგრაფიული პროგრამა „საქართველოს ცეცხლი“ - კაშკაშა ლირიკული შოუა, რომელიც მაყურებელს თვითმყოფად ქართულ კულტურას აცნობს და ხალხური ცეკვის მომაჯადოებელ სამყაროში ჩაძირავს.

პროგრამა გამოირჩევა იმით, რომ მისი მომზადებისას გამოყენებული იქნა ახალი მიდგომა: „საქართველოს ცეცხლი“ - ეს ცალკეული საცეკვაო ნომრების ერთობლიობა არაა, ეს არის სპექტაკლი, რომელსაც ერთი იდეა და სიუჟეტის ხაზი აერთიანებს.

„სამეფო ნაციონალური ბალეტი" საქართველოში 2008 წელს ქართველმა ქორეოგრაფებმა გელა ფოცხიშვილმა და მაია კიკნაძემ დააარსეს. ანსამბლი ინარჩუნებს ქართული ხალხური ცეკვის ტრადიციებს, მას ასევე ახასიათებს ნოვატორობა და მაღალი პროფესიული დონე. ანსამბლის მიზანია ქართული ცეკვის პოპულარიზაცია საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.

თემები:
საქართველო და კულტურა (733)

მთავარი თემები