22:52 24 თებერვალი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0571
  • 100 RUB4.3980
  • USD2.8299
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო და კულტურა (733)
80 0 0

ინიციატივა პრეზიდენტს ეკუთვნის, რომელზეც მან 13 იანვარს გურიაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში კალანდის აღნიშვნის დროს ისაუბრა.

თბილისი, 17 იანვარი – Sputnik. ჩიჩილაკისა და გურული კალანდობის კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანის ინიციატივაზე მუშაობა უკვე დაიწყო, ნათქვამია პრეზიდენტის Facebook–გვერდზე.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურ დირექტორს ნიკოლოზ ანთიძეს შეხვდა და მასთან ჩიჩილაკისა და კალანდობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად გამოცხადების საკითხზე ისაუბრა.

ინიციატივა პრეზიდენტს ეკუთვნის, რომელმაც ამის შესახებ 13 იანვარს, ძველით ახალ წელს, კალანდობაზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში ისაუბრა.

„გამოვდივარ ინიციატივით, რომ ჩვენს ჩიჩილაკს და კალანდობას მიენიჭოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ნიკოლოზ ანთიძის განცხადებით, ამ საკითხზე მუშაობა უკვე დაწყებულია.

„პრეზიდენტთან დეტალურად გავიარეთ, თუ როგორ უნდა მომზადდეს საკითხი. ჩვენ დავიწყეთ კიდეც საჯარო განაცხადის შევსება. ძალიან კარგი ინიციატივაა ჩვენი იდენტობის კიდევ უფრო კარგად წარმოსაჩენად“, – განაცხადა სააგენტოს ხელმძღვანელმა.

ნიკოლოზ ანთიძის განცხადებით, მან პრეზიდენტს გააცნო კულტურული მემკვიდრეობის კუთხით ქვეყანაში და საერთაშორისო დონეზე დაგეგმილი პროექტები. ამაზე სალომე ზურაბიშვილმა სურვილი გამოთქვა, რომ მუდმივად იყოს ჩართული პროცესებში.

თემები:
საქართველო და კულტურა (733)

მთავარი თემები