ჩიჩილაკისა და კალანდობის კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანის თაობაზე მუშაობა დაიწყო

© Sputnik / Levan Avlabreliჩიჩილაკი
ჩიჩილაკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ინიციატივა პრეზიდენტს ეკუთვნის, რომელზეც მან 13 იანვარს გურიაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში კალანდის აღნიშვნის დროს ისაუბრა.

თბილისი, 17 იანვარი – Sputnik. ჩიჩილაკისა და გურული კალანდობის კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანის ინიციატივაზე მუშაობა უკვე დაიწყო, ნათქვამია პრეზიდენტის Facebook–გვერდზე.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურ დირექტორს ნიკოლოზ ანთიძეს შეხვდა და მასთან ჩიჩილაკისა და კალანდობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად გამოცხადების საკითხზე ისაუბრა.

ჩიჩილაკი - Sputnik საქართველო
რა გეგმები აქვს სალომე ზურაბიშვილს ჩიჩილაკსა და კალანდობასთან დაკავშირებით

ინიციატივა პრეზიდენტს ეკუთვნის, რომელმაც ამის შესახებ 13 იანვარს, ძველით ახალ წელს, კალანდობაზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში ისაუბრა.

„გამოვდივარ ინიციატივით, რომ ჩვენს ჩიჩილაკს და კალანდობას მიენიჭოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ნიკოლოზ ანთიძის განცხადებით, ამ საკითხზე მუშაობა უკვე დაწყებულია.

„პრეზიდენტთან დეტალურად გავიარეთ, თუ როგორ უნდა მომზადდეს საკითხი. ჩვენ დავიწყეთ კიდეც საჯარო განაცხადის შევსება. ძალიან კარგი ინიციატივაა ჩვენი იდენტობის კიდევ უფრო კარგად წარმოსაჩენად“, – განაცხადა სააგენტოს ხელმძღვანელმა.

ნიკოლოზ ანთიძის განცხადებით, მან პრეზიდენტს გააცნო კულტურული მემკვიდრეობის კუთხით ქვეყანაში და საერთაშორისო დონეზე დაგეგმილი პროექტები. ამაზე სალომე ზურაბიშვილმა სურვილი გამოთქვა, რომ მუდმივად იყოს ჩართული პროცესებში.

ყველა ახალი ამბავი
0