21:11 22 იანვარი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2077
  • 100 RUB4.6777
  • USD2.8877
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო და კულტურა (685)
99 0 0

The Voice of Germany-ს („გერმანიის ხმის“) გამარჯვებული ნათია თოდუა გერმანელების წინაშე სოლო კონცერტით წარდგება

თბილისი, 9 იანვარი — Sputnik. ქართველი მომღერალი ნათია თოდუა, რომელმაც პოპულარობა მოიპოვა ვოკალური შოუ The Voice of Germany-ს მეშვიდე სეზონში გამარჯვების შემდეგ, გერმანიაში თავისი პირველი სოლო კონცერტით 10 იანვარს წარდგება, ამის შესახებ მომღერალმა თავის Facebook-გვერდზე დაწერა.

23 წლის ქართველმა მომღერალმა სახელი პოპულარული ვოკალური შოუს Voice-ის გერმანული ანალოგის მეშვიდე სეზონზე გამარჯვებით მოიხვეჭა. 26 ათას კანდიდატს შორის ნათია კონკურსის ფინალში მოხვდა და ხმათა 50,1%-ით გამარჯვება მოიპოვა. მას საქართველოს პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმაც მიულოცეს.

ნათია თოდუა 1996 წლის 12 მარტს აფხაზეთში, გალში დაიბადა. გაიზარდა სოფელ ნაბაკევში, სკოლაც იქ დაამთავრა. თბილისში ნათია ცხოვრობდა იძულებით გადაადგილებულ პირთათვის გამოყოფილ საერთო საცხოვრებელში. სწავლობდა ბიზნეს-ადმინისტრირებას თბილისის კავკასიის უნივერსიტეტში. 

მომღერალი Lowenpalais-ში გამართულ კონცერტზე შეასრულებს სიმღერებს თავისი ახალი ალბომიდან Miss you.

როგორც კონცერტის ორგანიზატორები წერენ, „გერმანელ მაყურებელს ნათია თოდუას ბლუზ-სოულის სტილის სიმღერები მოენატრა“.

ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ ნათია თოდუა ახლა ემოციურად უფრო მომწიფებულია, ვიდრე ორი წლის წინ, როდესაც მუსიკალური პროექტი მოიგო.

აღსანიშნავია, რომ კონცერტი იმართება ფონდ Starke-ს მხარდაჭერით, რომელიც უკვე 30 წლის განმავლობაში მთელი მსოფლიოს მასშტაბით მხატვრებს და არტისტებს უჭერს მხარს.

თემები:
საქართველო და კულტურა (685)

მთავარი თემები