04:47 01 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7732
  • 100 RUB4.0776
  • USD3.2327
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო და კულტურა (975)
117 0 0

სადღესასწაულო დღეებში ოპერისა და ბალეტის თეატრის სტუმრებს ასევე ელოდებათ ცნობილი ზღაპრის „მაკნატუნას“ ახალი ინტერპრეტაცია.

თბილისი, 6 იანვარი — Sputnik. ორკესტრ Opera Camerata-ს კონცერტი თბილისის ზ. ფალიაშვილის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში კვირას, 12 იანვარს გაიმართება, ნათქვამია თეატრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ამ საღამოს პუბლიკა მოისმენს არგენტინელი მუსიკოსისა და კომპოზიტორის ასტორ პიაცოლასა და გამოჩენილი რუსი კომპოზიტორის პეტრე ჩაიკოვსკის უკვდავ კომპოზიციებს.

კონცერტის დასაწყისი 20:00 საათი.

საახალწლო სადღესასწაულო დღეებში ოპერისა და ბალეტის თეატრის სტუმრებს ასევე ელოდებათ ცნობილი ზღაპრის „მაკნატუნას“ ახალი ინტერპრეტაცია – საპრემიერო ჩვენებები გაიმართება 11–18 იანვრის ჩათვლით.

სპექტაკლის ქორეოგრაფიაზე მუშაობდნენ ალექსეი ფადეეჩევი და ნინო ანანიაშვილი, მაყურებლის წინაშე კი დირიჟორის ამპლუაში წარდგება პაპუნა ღვაბერიძე.

თემები:
საქართველო და კულტურა (975)

მთავარი თემები