თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს ახალი წლის დღეებში ბევრი საინტერესო ღონისძიება ელოდებათ.
1 იანვრის ღამეს თბილისის ცენტრში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე გალა–კონცერტი გაიმართება. დედაქალაქის მერია ქართველ მსმენელს და ტურისტებს ცნობილი ქართველი შემსრულებლების კონცერტებით 13 იანვრამდე გაანებივრებს – კონცერტები საღამოობით გაიმართება.
შუადღიდან საღამომდე კი პირველი რესპუბლიკის მოედანზე გიმასპინძლებთ საშობაო სოფელი და საახალწლო ქალაქი ორბელიანის მოედანზე. 15 იანვრამდე საშობაო სოფელი სტუმრებს ასევე ქავთარაძის ქუჩაზე გახსნილ City Mall-ში მიიღებს.
თეატრის მოყვარულები ნახავენ სპექტაკლებს „სტალინგრადი“ (მარიონეტების თეატრი), ბალეტს „შელკუნჩიკს“ (ოპერისა და ბალეტის თეატრი), „პაემანი სამისთვის“ (თავისუფალი თეატრი) და ა.შ.
საქართველოში ოფიციალურ უქმე დღეებად 1, 2 და 7 იანვარია გამოცხადებული. 7 იანვარს მართლმადიდებლური სამყარო შობის დღესასწაულს ზეიმობს.