მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა დი–ჯეი ქართველი აუდიტორიის წინაშე წარდგება

© REUTERS / Red Bull Content PoolRed Bull-ის კვირეულის საუკეთესო ფოტო
Red Bull-ის კვირეულის საუკეთესო ფოტო - Sputnik საქართველო
გამოწერა
მიუხედავად ასაკისა, 15 წლის იტალიელ მუსიკოსზე ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მოთხოვნაა მთელი ევროპის მასშტაბით.

თბილისი, 6 იანვარი – Sputnik. მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა დი–ჯეი, 15 წლის ფედერიკო გარდენგი საქართველოში პირველად გამოვა, იუწყებიან ორგანიზატორები.

იტალიელი დი–ჯეის გამოსვლა დედაქალაქის კლუბში Art Hall Venue 18 იანვარს გაიმართება. მუსიკოსთან ერთად გამოვლენ ქართველი შემსრულებლები Jino Dollini, Sound Stuff და Roma J.

მამუკა ბახტაძე გუდაურში - Sputnik საქართველო
გუდაურში ქართველი ვარსკვლავების მონაწილეობით გრანდიოზული კონცერტი გაიმართება

ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ კლუბში მოქმედებს ასაკობრივი კონტროლი, ამიტომ ღონისძიებაზე დასწრებას მხოლოდ 21 წელს ზემოთ ადამიანები შეძლებენ.

ფედერიკო გარდენგი, მიუხედავად ასაკისა, უკვე პროფესიონალი დი–ჯეი და პროდიუსერია, რომელიც ტეკ–ჰაუსის ვარსკვლავად არის მიჩნეული. მუსიკოსი ჯერ კიდევ საშუალო სკოლაში სწავლობს და უქმეებზე მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში მოგზაურობს. მან ასევე მოასწრო ავტობიოგრაფიული წიგნის გამოქვეყნება.

ფედერიკო ტეკ–ჰაუსით ოთხი წლიდან არის გატაცებული. დიდი აუდიტორიის წინაშე მისი დებიუტი 2012 წელს შედგა, როდესაც ის შვიდი წლის იყო. მუსიკოსის პოპულარობა 2014 წლიდან სწრაფი ტემპით გაიზარდა. მასზე ახლა ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მოთხოვნაა ევროპის ფესტივალებსა და კლუბებში.

ყველა ახალი ამბავი
0