თბილისი, 31 დეემბერი – Sputnik. გუდაურში 11 იანვარს გაიმართება გრანდიოზული კონცერტი შთამბეჭდავი სიურპრიზებითა და ქართული ესტრადის კაშკაშა ვარსკვლავების მონაწილეობით, შესახებ ნათქვამია ღონისძიების Facebook–გვერდზე.
კონცერტში რომელსაც ორგანიზატორებმაუწოდეს „ამოდი“, მონაწილეობას მიიღებენ უცნობი (გია გაჩეჩილაძე), ლიზა ბაგრატიონი, ნატო მეტონიძე, სალომე კორკოტაშვილი (Salio).
კლიპი მუსიკალური საღამოს მონაწილეებით ქსელში ცოტა ხნის წინ გამოჩნდა. მოკლე ვიდეო–რგოლის რეჟისორია ბასა ფოცხიშვილი. კლიპი აგებულია უცნობისა და ლიზა ბაგრატიონის ჰიტებიდან ნაწყვეტებზე. ვიდეო–რგოლი გუდაურშია გადაღებული.
მიუხედავად იმისა, რომ გუდაურში საკურორტო სეზონი უკვე გაიხსნა, კონცერტი 11 იანვარს მისი საჯარო პრეზენტაცია გახდება.
კონცერტი ზღვის დონიდან 1990 მეტრ სიმაღლეზე, პირველი საბაგირო გზის სიახლოვეს გაიმართება.