ქართული ფილმის წარმატება – „შინდისი“ „სანტა ბარბარას“ საკონკურსო ფილმებს შორის მოხვდა

© photo: Sputnikკინოკამერა
კინოკამერა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფილმი „შინდისი" მოგვითხრობს სოფლის ისტორიას, რომელმაც 2008 წლის აგვისტოს ომი გადაიტანა. ფილმი ეფუძნება რეალურ ისტორიას და დაღუპული გმირების ხსოვნას ეძღვნება.

თბილისი, 31 დეკემბერი – Sputnik. ქართველი რეჟისორის დიმიტრი ცინცაძის ფილმი „შინდისი“ ამერიკის პრესტიჟული და მასშტაბური საერთაშორისო კინოფესტივალის „სანტა ბარბარას“ საკონკურსო ფილმებს შორის მოხვდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი

კონკურსი 2020 წლის 15 იანვრიდან 25 იანვრის ჩათვლით გაიმართება. 

Старая кинокамера и кинопленка - Sputnik საქართველო
გრან-პრი! ქართული ფილმი „შინდისი“ ვარშავის კინოფესტივალის გამარჯვებულია

წელს კინოფესტივალის ჟიურის წევრები და საპატიო სტუმრები იქნებიან მარტინ სკორსეზე, ბრედ პიტი, ლაურა დერნი და რენე ზელვეგერი, რომლებსაც სპეციალურ ჯილდოსაც გადასცემენ კინოს განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.

გარდა აღნიშნული კონკურსისა, „შინდისი“ 2020 წელს ნაჩვენები იქნება ესპანეთის, იტალიის, ბელგიის, ჰოლანდიისა და ჩინეთის კინოფესტივალებზე.

ფილმი „შინდისი" მოგვითხრობს სოფლის ისტორიას, რომელმაც 2008 წლის აგვისტოს ომი გადაიტანა. ფილმი ეფუძნება რეალურ ისტორიას და დაღუპული გმირების ხსოვნას ეძღვნება.

ფილმის რეჟისორს უკვე მიღებული აქვს პრიზი ვარშავის საერთაშორისო კინოფესტივალზე „საუკეთესო რეჟისორის" ნომინაციაში, ხოლო თავად ფილმმა ამავე ფესტივალზე გრან-პრი დაიმსახურა „საერთაშორისო კონკურსის" კატეგორიაში.

დიმიტრი ცინცაძეს ფილმისთვის „შინდისი“ ჰოლივუდში „ოსკარისა“ და „ოქროს გლობუსის“ კამპანიის ფარგლებში გამართულ აზიური ფილმების მსოფლიო ფესტივალზე საუკეთესო რეჟისორის ჯილდოც გადასცეს.

ყველა ახალი ამბავი
0