10:28 24 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8137
  • 100 RUB4.2174
  • USD3.2202
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
სელებრითების ცხოვრება (2230)
84 0 0

ლევან გელბახიანისთვის 2019 წელი ძალიან წარმატებული აღმოჩნდა. ის საუკეთესო მამაკაც მსახიობად დაასახელეს სარაევოს, ვალიადოლიდის და მინსკის საერთაშორისო კინოფესტივალებზე და სპეციალური პრიზებიც გადასცეს.

თბილისი, 11 დეკემბერი — Sputnik. მსახიობ ლევან გელბახიანს ქართული წარმოშობის შვედი რეჟისორის ლევან აკინის ფილმში „და ჩვენ ვიცეკვეთ” შესრულებული მთავარი როლისთვის ნიუ-მექსიკოს კინოკრიტიკოსთა ჯილდო გადაეცა. ინფორმაცია „ტვიტერზე“ ვრცელდება.

ლევანმა გამარჯვება მოიპოვა ნომინაციაში „საუკეთესო მსახიობი მამაკაცი“. წელს ლევან გელბახიანი საუკეთესო მამაკაც მსახიობად უკვე დაასახელეს სარაევოს, ვალიადოლიდის და მინსკის საერთაშორისო კინოფესტივალებზე და სპეციალური პრიზებიც გადასცეს.

თბილისში 8, 9 და 10 ნოემბერს ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ კინოსეანსები ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა, განსაკუთრებით, პრემიერის პირველ დღეს. ჩვენების ჩაშლით „ქართული მარში“, ბიზნესმენი ლევან ვასაძე და ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების თავმჯდომარე გურამ ფალავანდიშვილი იმუქრებოდნენ.

ქართველი გეი წყვილის სიყვარულზე გადაღებული ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერა წელს კანის კინოფესტივალზე გაიმართა. ფილმმა ფესტივალის 10 საუკეთესო ფილმს შორის მეშვიდე ადგილი დაიკავა, ხოლო მთავარი როლის შემსრულებელი ლევან გელბახიანი კანის ფესტივალის ერთ-ერთ აღმოჩენად აღიარეს.

ქართულ-შვედური ფილმი წელს შვედეთმა „ოსკარზე“ წარადგინა.

თემები:
სელებრითების ცხოვრება (2230)

მთავარი თემები