21:54 12 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6272
  • 100 RUB4.2244
  • USD3.0747
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო და კულტურა (894)
68 0 0

თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს უკვე საახალწლო, ჯადოსნურ და გემრიელ შოკოლადის ფესტივალზე ეპატიჟებიან

თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. შოკოლადის ფესტივალი თბილისის ბოტანიკური ბაღის ღია სადღესასწაულო სივრცეში 7 დეკემბერს იწყება, იუწყებიან ორგანიზატორები.

ქართველი მწერალი ბრიუსელის ფესტივალის ლაურეატი გახდა >>

სტუმრებს დაგხვდებათ საახალწლო და საშობაო ფილმების ყველასათვის ნაცნობი გმირები - ელფი, ფიფქია, გრინჩი, ფიფქია, რაც მთავარია, სანტა და ნაძვის ხე, სადაც ბავშვები სურვილებს ჩაიფიქრებენ.

წარმოდგენილი იქნება როგორც საქართველოში წარმოებული, ასევე სხვა ქვეყნებიდან იმპორტირებული შოკოლადის მრავალფეროვნება. ფესტივალის სტუმრები შოკოლადის დაგემოვნებას ორივე დღის განმავლობაში შეძლებენ.

ტკბილეულობის მოყვარულთათვის ორგანიზატორებმა მოამზადეს საჩუქარი - ბოტანიკურ ბაღში მოეწყობა შადრევანი, რომელიც ყველა მსურველს ცხელი შოკოლადით გაუმასპინძლდება. შადრევანი გარკვეულ მომენტებში ჩაირთვება.

ფესტივალი ორ დღეს - 7 და 8 დეკემბერს გაგრძელდება.

თემები:
საქართველო და კულტურა (894)

მთავარი თემები