ქართველი მწერალი ბრიუსელის ფესტივალის ლაურეატი გახდა

© photo: Open Eurasia Book Forum and Literature Festival / FBსაერთაშორისო ფესტივალის Open Eurasia Book Forum and Literature Festival ლაურეატები
საერთაშორისო ფესტივალის Open Eurasia Book Forum and Literature Festival ლაურეატები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფესტივალი ლონდონის ევრაზიის შემოქმედებითი გილდიისა და ბრიტანული გამომცემლობის Hertfordshire Press ინიციატივით ჩატარდა

თბილისი, 3 დეკემბერი — Sputnik. ქართველი პოეტი, მწერალი და დრამატურგი, საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი მიხეილ ანანოვი VIII საერთაშორისო ფესტივალის – Open Eurasia Book Forum and Literature Festival – ლაურეატი გახდა. ფესტივალი ბრიუსელში ჩატარდა.

Open Eurasia Book Forum & Literature Festival – ერთადერთი ყოველწლიური ლიტერატურული ფესტივალია მსოფლიოში. იგი საერთაშორისო დონეზე ევრაზიული ლიტერატურისა და კულტურის პოპულარიზაციას ეწევა. წინა წლებში ფესტივალი ჩატარდა ლონდონში, ბიშკეკში, ალმათში, სტოკჰოლმში, კემბრიჯსა და ბანგკოკში.

დავით მაღრაძე - Sputnik საქართველო
პოეზიის მსოფლიო აკადემიამ დავით მაღრაძე „პოეზიის პლანეტის” კორესპონდენტად დაასახელა

ფესტივალი ლონდონის ევრაზიული შემოქმედებითი გილდიისა და ბრიტანული გამომცემლობა Hertfordshire Press–ის ინიციატივით იმართება.

ქართველი ლაურეატი მიხეილ ანანოვი „მსოფლიოს გენერლები მშვიდობისთვის" სერტიფიკატის მფლობელი გახდა. ამავდროულად, ანანოვი 2019–2020 წლების ფესტივალის საკონსულტაციო საბჭოში საქართველოს წარმომადგენელია.

წელს ფესტივალის პროგრამამ ფორუმის სტუმრებს მოუმზადა წიგნების პრეზენტაციები, სხვადასხვა გამოფენა, კონფერენციები მთარგმნელებისთვის, მწერლებისთვის, პოეტებისთვის, რეჟისორებისთვის, მხატვრებისთვის, ლიტერატურის, გამომცემლობისა კომუნიკაციების სფეროს ექსპერტებისთვის.

2019 წელს ფესტივალში მონაწილეობა მიიღეს 25 ქვეყნის წარმომადგენლებმა. გახსნის ცერემონია ბრიუსელის ექსპოცენტრში გაიმართა და მიეძღვნა ყაზახი პოეტის, აბაის დაბადებიდან 175 წლისთავს.

წიგნმა თბილისში საშინელი წყალდიდობის შესახებ გერმანიაში პრიზი მიიღო>>

მიხეილ ანანოვი – პროზაიკოსი, ლიტერატურათმცოდნე, მთარგმნელი, ჟურნალისტი და პუბლიცისტია. დამთავრებული აქვს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავტომატიკა–ტელემექანიკის სპეციალობით. ანანოვი – რუსულენოვანი ლიტერატორების საზოგადოება „არიონის" წევრია, არის V საერთაშორისო ფორუმის – „ოქროს რაინდის" დიპლომატი, ილია ჭავჭავაძის ორდენის მფლობელი და სხვადასხვა კონკურსის ლაურეატი.

იგი სამი პოეტური კრებულისა და ლიტერატურულ ჟურნალებში მრავალი პუბლიკაციის ავტორია.

ყველა ახალი ამბავი
0