წიგნმა თბილისში საშინელი წყალდიდობის შესახებ გერმანიაში პრიზი მიიღო

© photo: Sputnikბეჰემოთი ბეგი
ბეჰემოთი ბეგი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველი მწერალი შეეცადა, ამ ტრაგიკული მოვლენების შესახებ ბავშვებისთვის გასაგებ ენაზე მოეთხრო და როგორც ჩანს, მას ეს კარგად გამოუვიდა

თბილისი, 27 ნოემბერი — Sputnik. ქართველი მწერლის თეა თოფურიას საბავშვო წიგნის „წყალდიდობა ზოოპარკში" გერმანულმა თარგმანმა, რომელიც რეალურ მოვლენებს ეფუძნება, გერმანიაში ლიტერატურული ჯილდო მიიღო.

ქართულმა წიგნმა გაიმარჯვა გერმანულ კონკურსზე Bad Iburger Kinderliteraturpreis Scholossgeschichten. ეს პრემია ხელს უწყობს წიგნის კითხვის პოპულარიზებას ბავშვებსა და სტუდენტებში, ასევე, ბაზარზე ახალი წიგნების გატანას. გერმანიაში ეს პრემია უკვე მეცხრედ გაიცა.

თეა თოფურიას წიგნი თბილისში 2015 წელს მომხდარ წყალდიდობაზე მოგვითხრობს, როდესაც 13-14 ივნისის ღამეს მდინარე ვერე ადიდდა და დატბორა საცხოვრებელი სახლები, ზოოპარკი და თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების კერძო თავშესაფარი. წყალმა გაანადგურა ქალაქის ინფრასტრუქტურა, სახლები, გზები, გვირაბები, ხიდები, საკომუნიკაციო სისტემები.

ბეგი ზოოპარკში ბრუნდება - Sputnik საქართველო
გამანადგურებელი წყალდიდობა თბილისში საბავშვო ზღაპრად „იქცა“

წყალდიდობის შედეგად 200-ზე მეტი ოჯახი დაზარალდა. დაიღუპა 21 ადამიანი, ორი დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა.

ქართველი მწერალი შეეცადა, ამ ტრაგიკული მოვლენების შესახებ ბავშვებისთვის გასაგებ ენაზე მოეთხრო. დიდი დამსახურება წიგნის წარმატებაში მიუძღვის ქართველ მხატვარს, ილუსტრაციების ავტორს სონია ელიაშვილს.

თავისი წარმატების შესახებ თეა თოფურიამ მკითხველს Facebook-გვერდზე უამბო.

„გერმანიაში წიგნმა „წყალდიდობა ზოოპარკში" ერთი ლიტერატურული კონკურსი მოიგო. დიდი არაფერი, მაგრამ დაჯილდოებაზე ბავშვები ცხოველების ფორმებში გამოეწყვნენ და სპექტაკლი დადგეს. პოსტერზე მე და Sonia Eliashvili მადლობას ვიხდით დაჯილდოებისთვის", - დაწერა თეა თოფურიამ.

წიგნი „წყალდიდობა ზოოპარკში" გერმანიაში 2019 წლის ივნისში გამოიცა, ხოლო სექტემბრის დასაწყისში ის, გამომცემლობა „ზოლიანი კატის" წყალობით, საქართველოს წიგნის მაღაზიებშიც გამოჩნდა.

როგორი იქნება ბეჰემოტ „ბეგის“ ძეგლი - კალაძემ ესკიზები წარმოადგინა>>

თეა თოფურია ქართველი მწერალი, პოეტი, ჟურნალისტი და რედაქტორია. დაიბადა 1977 წელს სოხუმში. 1998 წლიდან მუშაობს ჟურნალისტიკაში, აშუქებს ადამიანის უფლებებთან და გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ თემებს. არის მრავალრიცხოვანი ლიტერატურული კონკურსის ლაურეატი.

თოფურია - ავტორია ორი საბავშვო წიგნის -„პარადიის არდადეგები“ და „გასაღვიძებელი ზღაპრები“.

ყველა ახალი ამბავი
0